x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
შინეიდ ო’კონორი აგორაფობიას გამო მშიერია
image

შინეიდ ო’კონორმა ამის შესახებ ტვიტერში დაწერა .


”პარალიზებული აგორაფობიის” გამო, იძულებულია მშიერი იყოს: მომღერალი ვერ აიძულებს საკუთარ თავს წავიდეს სასურსათო მაღაზიაში და არც მიწოდების სერვისების ტელეფონის ნომრები იცის. თუმცა მეორე დღეს შინეიდმა მაინც მოახერხა კვების პრობლემის მოგვარება.



აგორაფობია (ბერძნ. αγοραφοβία - „სივრცის შიში“, — αγορά აგორა – „სივრცე“, „ბაზარი“ და φόβος ფობოს – „შიში“) არის შიში გახსნილი სივრცის მიმართ.
აგორაფობიით შეპყრობილი ხალხი განიცდის შიშს დიდ მოედნებზე, ცარიელ ქუჩებში, ან ღია მდელოში. გახსნილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმრავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას (ბერძნ. αγορά) პირველადი მნიშვნელობაა ბაზარი, რაც ხალხმრავალ ადგილთან იყო გაიგივებული. ასეთი ადამაინები უსაფრთხოდ თავს მარტო შენობაში გრძნობენ, სადაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხი არის.





ირლანდიელმა მომღერალმა შინეად ო'კონორმა თაყვანისმცემელებს "ტვიტერზე" ამცნო პარალიზებადი აგორაფობიის შესახებ, "რის გამოც მას არ შეუძლია შეიძინოს სასურსათო პროდუქტები."



53 წლის მომღერალს აქვს ორი "ტვიტერის" გვერდი. ერთში ის წერს პროფესიულ საქმიანობის შესახებ, ხოლო მეორეში, სადაც ის მეორე ისლამური - შუხანდა სადკვატის სახელით სარგებლობს, წერს პირად პრობლემებზე. სწორედ მეორე აკაუნტში ისაუბრა მას საკუთარ უბედურებაზე.

image

"ამჟამად ვცხოვრობ ქვეყნის შორეულ ნაწილში და მზა საჭმლის ყიდვა, რომელსაც დაატარებენ ან ადგილობრივ მაღაზიებში სიარული არ არის ჩემთვის ვარიანტი, გთხოვთ, მაცნობოთ, თუ იცით: ირლანდიაში არსებობს ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც ეხმარება ფსიქიკურად შერყეული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ? უნდა ვაღიარო: ბოლო თვეების განმავლობაში ვცხოვრობ ტრავმით გამოწვეული, ფიზიკურად პარალიზებული, არასრულფასოვნების შეგრძნებით, რომელიც ძლიერ აგორაფობიად გადაიქცა. ამის გამო, მე პრაქტიკულად არ ვჭამ, რადგან მაღაზიაში წასვლა ვერ ვახერხებ. ”-დაწერა მომღერალმა.



თაყვანისმცემლები სერიოზულად აღელდნენ მომღერლის აღიარებით, თუმცა მეორე დილით მან დაამშვიდა ისინი: "ახლა არა უშავს) ნაპოვნია მიწოდების სერვისი) საჭმელი მაქვს და ბედნიერი ვარ."



ირლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი, შინეიდ ო’კონორი ცნობილია არა მხოლოდ თავისი მოღვაწეობით, არამედ მის სახელთან დაკავშირებული უამრავი სკანდალით.განსაკუთრებით პოპულარობას მომღერალმა მიაღწია 90-იანი წლების დასაწყისში, მისი სავიზიტო ბარათი გახდა პრინსის სიმღერა "Nothing Compares 2 U"რომელიც აშშ-ს ჰიტ-აღლუმში ერთი თვის განმავლობაში იდგა პირველ ადგილზე.


1
226
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
2020, 19 ოქტომბერი, 14:44
სათაურმა და პირველმა ფოტომ დამაბნია. მეთქი ეს ის არის, ვინც მგონიათქო? და კი. დღესაც ვუსმენ მის ამ სიმღერას.
0 1 1