x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
COVID-19-თან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი ,ვისაც თირკმელებზე პრობლემები აქვს-ბრიტანელი მეცნიერები
image

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან დაასახელეს ფაქტორი, რომელიც აორმაგებს COVID-19– ით სიკვდილის რისკს. ამის შესახებ იტყობინება The Telegraph-ი.


ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერების აზრით, თირკმლის დაავადება აორმაგებს კორონავირისუთ დაინფიცირების შემთხვევაში სიკვდილის რისკს.


ექსპერტებმა გაანალიზეს 372 ინფიცირებული პაციენტის მონაცემები, რომლებიც 10 მარტიდან 23 ივლისსამდე ლონდონისა და ბირმინგემის ოთხ საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობდნენ. 216 პაციენტს ჰქონდა თირკმელებზე პრობლემები, ქრონიკული ან ინფექციით გამოწვეული, აქედან 107 პაციენტი გარდაიცვალა. როცა თირკმელების ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე ინფიცირებული დარჩენილი 156 ადამიანიდან მხოლოდ 32 პაციენტი გარდაიცვალა.




მეცნიერები ამას ხსნიან კორონავირუსული ინფექციის მოქმედებას მთლიან ორგანიზმზე, ფილტვებსა და თირკმელებს შორის "ჯვარედინი კავშირს" და ტოქსიკური აგენტების გამოყენებას დაავადების მკურნალობის დროს.



მანამდე, ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოავლინეს ფაქტორი, რომელიც ექვსჯერ ზრდის კორონავირუსით სიკვდილის რისკს. საუბარია გრიპის და COVID-19 -ის თანმიმდევრულად დაავადების შესახებ.


მეცნიერებმა თაგვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ნაწილი დააინფიცირეს კორონავირუსით, სხვები კი თანმიმდევრულად, - ჯერ გრიპით და შემდეგ კორონავირუსით. კვლევის შედეგების მიხედვით, დადგნდა, რომ მეორე ჯგუფის მღრღნელების დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდა.


კიდევ ერთი უახლესი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Blood Advance-ში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Covid-19 -ის წინააღმდეგ პირველი სისხლის ჯგუფი, ყველაზე მდგრადია.


ასევე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ევგენი შლიახტომ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევაში, ჭარბი წონა მნიშვნელოვნად ზრდის სიკვდილის ალბათობას.


საქართველოში დღეს მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა, კორონავირუსით გასულ 24 საათში დაინფიცირდა 1192 ადამიანი, აქედან 471 თბილისშია, ხოლო აჭარაში 343.

0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0