x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მოხუცი მკვდარი ეგონათ,მაცივარში ჩადეს,თუმცა 20 საათის შემდეგ გაცოცხლდა(ვიდეო)
image

როგორც აღმოჩნდა, ნათესავებმა აშკარად იჩქარეს კუმარის დაკრძალვა.


უცნაური შემთხვევა მოხდა ინდოეთში, შტატ ტამილნადუს ერთ-ერთ სოფელში. 74 წლის ბალასუბრამანიან კუმარი ავად გახდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ერთ ღამეს მან შეწყვიტა მოძრაობა და ოჯახი მიხვდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა.


დილიდანვე ოჯახმა დაკრძალვისთვის შეუკვეთა სასახლე-მაცივარი. დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა აგრეგატეი უმალ მიაწოდეს და როდესაც მეორე დღეს კომპანიის თანამშრომელი უკან მაცივირს წასაღებად დაბრუნდა, მან შენიშნა, რომ"მკვდარი" ბაბუა შეინძრა



- ხელები უაკანკალებს... არა?

- ეს კრუნჩხვებია!

- როგორ, შეუძლებელია, ის ხომ მკვდარია?

- უბრალოდ, სულს სხეული ჯერ არ დაუტოვებია.

ასეთი დიალოგი გაიმართა მუშასა და კუმარის ძმას შორის



კუმარის ძმასთან რეპლიკების შემდეგ, კომპანიის თანამშრომელმა დაჟინებით მოითხოვა შემოწმება.

ამის შემდეგ კუმარის ოჯახმა ნამდვილი სასწაული აღმოაჩინა - ის ცოცხალი იყო! თავიდანვე საშინელი მდგომარეობის მიუხედავად, მან შეძლო და 20 საათის განმავლობაში გაუძლო მაცივარს. იგი დაუყოვნებლივ გაგზავნეს ახლომდებარე საავადმყოფოში, სადაც უკვე ექიმებმა იზრუნეს კუმარზე, წერს Lad Bible.

სამაგიეროდ წინდაუხედავი ოჯახი პოლიციამ დაკავა, ვისთანაც რამდენიმე სერიოზული კითხვა ჰქონდათ.

მოხუცი კუმარის ნათესავების წინააღმდეგ საქმე აღიძრა სტატიით: "დაუდევარი ქმედებე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და სხვის პირად უსაფრთხოებას".


0
344
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0