x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ნიცშე ქალის შესახებ
image


უგუნურება სამზარეულოში, – ქალი მზარეულად, – აი, სრული წინდაუხედაობა, რაც თან სდევს ოჯახისა და მისი მეთაურის გამოკვების საქმეს!


ქალს არ ესმის, რას ნიშნავს საკვები და მზარეულობა სურს!


ქალი რომ მოაზროვნე ქმნილება ყოფილიყო, მაშინ ათასწლეულების განმავლობაში მზარეულად ყოფნისას მას უდიდესი ფიზიოლოგიური ფაქტები უნდა აღმოეჩინა და ასეთივე წარმატებით დაუფლებოდა მკურნალობის ხელოვნებას. უვარგისი მზარეულების, სამზარეულოში არსებული სრული უგუნურების წყალობით ადამიანის განვითარება ყველაზე დიდხანს იყო შეყოვნებული. მას უდიდესი ზიანი მიაყენეს. ამ მხრივ უკეთესობა არც დღეს გვაქვს. ეს სიტყვა არისტოკრატი ქალიშვილებისთვისაა განკუთვნილი.



image


არაფერია იმაზე უფრო უცხო, უფრო საძულველი და უფრო მტრული ქალისთვის, ვიდრე ჭეშმარიტება.


მისი უდიდესი ხელოვნება სიცრუეა, მისი უმთავრესი საზრუნავი – გარეგნობა და მშვენიერება.


მოდით, ჩვენ, მამაკაცებმა, ვაღიაროთ ეს: ქალში ჩვენ თაყვანს ვცემთ და გვიყვარს სწორედ ეს ინსტინქტი და ეს ხელოვნება; ჩვენ, რომლებიც, სირთულეების წინაშე მდგომნი, ჩვენი მდგომარეობის შემსუბუქებისთვის სიამოვნებით ვუახლოვდებით ისეთ არსებებს, რომელთა ხელების, მზერისა და ფაქიზი სისულელეების ფონზე ჩვენი სერიოზულობა, ჩვენი სიმძიმე და სიღრმე თითქმის სიბრიყვედ გვეჩვენება.


დაბოლოს, მე ვსვამ კითხვას: უღიარებია თუ არა ოდესმე თავად ქალს სხვა ქალის გონების სიღრმე ან სამართლიანობა სხვა ქალის გულში? და ნუთუ სიმართლე არ არის, რომ ზოგადად „ქალი“ ყველაზე მეტად ქალს სძულდა და არა ჩვენ? – ჩვენ, მამაკაცებს, გვსურს, რომ ქალმა შეწყვიტოს განათლებით საკუთარი სახელის გატეხა.


ფრიდრიხ ნიცშე – სიკეთისა და ბოროტების მიღმა


წყარო: ფეისბუქის გვერდი საუბრები ფილოსოფიაზე

0
336
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0