x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ფეხბურთის მაყურებელთა კლასტერი აგინებს მრევლის კლასტერს, ნაცების კლასტერი - ქოცებისას - ზურაბიშვილი
image


პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, კორონავირუსის კლასტრების ერთმანეთთან დაპირისპირებაზე საუბრობს. ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფი იმავეს აკეთებს, რისთვისაც სხვას აკრიტიკებენ.


მაგალითად, მრევლის „მაგინებელი“ პოლიტიკოსები თავდ დასხდნენ და ერთად უყურეს ფეხბურთს, დენდროლოგირი პარკის დამთვალიერებლებმა კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 600-კაციანი საზეიმო კამპანია დაგმეს, ნაცებმა - ქოცების აქტივობა და პირიქითაც მოხდა. მოკლედ, ყველა ერთმანეთს იმის გამო აკრიტიკებს, რასაც თავად აკეთებენ.


„რასაც მე ვუყურებ, ამ კორონას გადამკიდე, ბათუმში „ნაცების“ მიტინგის კლასტერი აგინებს დენდროლოგიური პარკის კლასტერს, დენდროლოგიური პარკის კლასტერი აგინებს დინამოს სტადიონთან ფეხბურთის მაყურებელთა კლასტერს, ფეხბურთის მაყურებელთა კლასტერი აგინებს ერთი კოვზიდან ნაზიარები მრევლის კლასტერს, მრევლის კლასტერი აგინებს „ფაბრიკაში“ შეკრებილი ახალგაზრდების კლასტერს, და ბოლოს, „ფაბრიკის“, დენდროლოგიური პარკის, ნაზიარები მრევლის და ფეხბურთის მაყურებელთა კლასტერები ერთად აგინებენ ნაცების მიტინგს.



არის კიდევ კლასტერი, რომელიც ამათ ყველას ერთად აგინებს, მაგრამ მათი ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა პანდემიასა შინა, პრინციპში ისევე როგორც ერთმანეთის მაგინებლების“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ასეულობით ახალი შემთხვევა ვლინდება, მომატებულია გარადცვალების მაჩვენებელიც. მთავრობამ დისტანციურად მუშობის რეკომენდაცია გასცა თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მკაცრ შეზღუდვებს ვერ აწესებს.

.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს კლინიკურ სექტორში კატაკლიზმები არ გამოუწვევია. მისივე თქმით, დღემდე ყველა პოტენციურ პაციენტს უტარდება ტესტირება და არც ერთი ადამიანი არ რჩება ექიმის გარეშე. ამასთან ინფექციონისტი ამბობს, რომ საქართველოში სიკვდილიაონობის საოცრად დაბალი მაჩვენებელია.
.
„კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას რაიმე კატაკლიზმები კლინიკურ სექტორში არ გამოუწვევია, ტესტირება ისევ ყველას უტარდება, არცერთი პაციენტი არ რჩება ექიმის გარეშე. ვისაც არ აქვს სიმპტომები, ტოვებენ ბინაზე; ვისაც მცირე სიმპტომები აქვს, საშუალედო რგოლი შემოიღო ჩვენმა ქვეყანამ, ე.წ. საკარანტინო სასტუმროები და ვისაც სჭირდება, მის ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ. ჩვენთან, ერთეული შემთხვებებით გაიზარდა მხოლოდ სიკვდილობა და საოცრად დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ“, - აცხადებს ცერცვაძე.
.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში თვის ბოლომდე შემოვა ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“.
.

დაავადებათა კონტროლის ცენტრტის ხელმძღავნელის ამირან გამყრელიძის განცადებით, ახალ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექრტური საშუალება პირბადის ტარება და ჰიგიენის ნოერმების დაცვაა.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფექციის დროს თრომბოემბოლია ხშირი გართულებაა. ცერცვაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სისხლის გამათხელებელი საშუალეები ექიმის დანაშინულების გარეშე არ გამოიყენეონ.
„კორონავირუსი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. ინგლისში ოთხი ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე დაიღუპა ბინაზე. ჩვენთან სულ ორი ადამიანი იყო. ერთი მოკვდა ბინაზე და ერთი სასტუმროში. კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა? კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ, ჯერ ერთი მათ ხომ არ სჭირთ კოვიდი. თუ მათ დაუდასტურდებათ კოვიდი, ექიმებს მიცემული აქვთ მკაცრი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომლებთანაც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკი, დაინიშნება შესაბამისი მედიკამენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
1
53
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
53
  
2020, 18 ოქტომბერი, 12:59
არსებობს რისკის შემცველი ნაბიჯების გადგმა/არ გადადგმის ფაქტორები. პოლიტიკური შეკრებები არ შედის რისკის გასაწევ სიტუაციებში და ეს არჩევნები უნდა გადაიდოს. ჰარი ტრუმენი არჩევნების გარეშე გახდა პრეზიდენტი,რადგან ქვეყანა მსოფლიო ომს აწარმოებდა. ესეც ომია და არ არის აუცილებელი ჩატარდეს ეხლა არჩევნები. რაც შეეხება,ფეხბურთის მაყურებლებს,ეს რისკი გასაწევია,რადგან ჩვენი გადაწყვეტილებით არ ტარდება ეს ფორუმი და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. ჯანსაღი ცხოვრების მეტი პოპულარიზაცია ქვეყნის ინტერესშია და ამიტომ ევროპაზე გასვა სტიმულის მიმცემი იქნება ამის. ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ სტადიონზე და იქ უსაფრთხოების ზომები უნდა იქნას მიღებული. მრევლს და დანარჩენებს არ შევეხები,რადგან აღარ არის აქტუალური ეხლა ეგ.
0 1 1