x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104258
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468855
შურისძიების მსხვერპლი || ნაწილი
image
ზაზას ტელეფონით გააგებინეს, რომ მის ძმას ავარია მოუვიდა და საავადმყოფოში წევს. ყველა საქმე მიატოვა და იქ გაიქცა. მისულს ექიმები დამაიმედებელ პასხუს არ აძლევდნენ, პაციენტი საოპერაციოდ ჰყავდათ გაყვანილი. ბავშობაში დამ მოიკლა თავი, ახლა მისი უმცროსი ძმა, რომელიც დაუოჯახებელი იყო და შურისძიების წყურვილი აწუხებდა, რომელსაც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ზაზა, ავარიაში მოჰყვა. არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა. რამდენიმე ოპერაციის ჩატერება გახდა საჭირო, რის შემდეგაც უკვე საზღვარგარეთ უნდა წაეყვანათ სამკურნალოდ. მთელი შემართებით დაიწყო მოქმედება ზაზამ, რომ ძმა გადაერჩინა. თანხა, რომელიც მკურნალობისთვის იყო საჭირო, ოჯახს არ გააჩნდა, რისთვისაც ფონდი შექმნა, სადაც ფულს გადაურიცხავდნენ... რამდენიმე თვე დასჭირდა სასურველი თანხის შეგროვებას. ელისომ გაიგო ეს ამბავი და მეუღლეს სთხოვა ფული გამოეგზავნა, რომ დახმარებოდა მისთვის უცხო ადამიანს. კეთილი ადამიანების დახმარებით, ზაზამ ძმა წაიყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომელსაც ხანგრძლივი პროცედურები სჭირდებოდა სრულად გამოჯანმრთელებისთვის. ელისომ ნაცნობი გინეკოლოგი ნახა, მოუყვა ყველაფერი. მან უთხრა, რომ უკვე დაგვიანებული იყო ბავშვის მოცილება... ამიტომ თავისი გეგმა გაანდო, ელისო დასთანხმდა. ლილე სკოლაში დადიოდა და ისე იცმევდა, რომ მუცელი არ დასტყობოდა. ბოლო სამი თვე აღარ გაუშვა სკოლაში დედამ, საბუთი მიიტანა, რომ ავად იყო ლილე და მკურნალობას საჭიროებდა, რის გამოც ქალაქიდან გაჰყავდა. მშობიარობის დღე მოვიდა. ლილე დედამ იმ კლინიკაში წაიყვანა, სადაც ნაცნობი ექიმი მუშაობდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ყველასგან მოულოდნენლად სასწრაფო საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. ხელის გულები სულ დაუსველდა ოფლით ლილეს, უცნაურმა განცდამ დაუარა ტანში, თითქოს რაღაც მოწყვიტეს მკერდიდან, თითქოს, ცოცხალ-მკვდარი დატოვეს, თვალები ცრემლებით აევსო. დედამ შეამჩნია შვილის ეს მდგომარეობა და სთხოვა ექნათს წყალი მიეტანა მისთვის. ლილემ წყალი მოსვა და ოდნავ დამშვიდდა, შემდეგ დედას ეუბნება:

- დედა, გული ცუდს მიგრძნობს, ხომ ყველაფერი კარგად არის, ჩემს შვილს ხომ არაფერი დამართნია? ელისომ თავი ჩაღუნა, როგორც დამნაშავემ, მასაც გადმოსცვივდა თვალებიდან ცრემლები

- ის იმ წუთს ფიქრობდა, რომ მისი შვილისთვის ისე უფრო აჯობებდა სამომავლოდ, ამიტომ რაც გააკეთა, განიცდიდა. თუმცა არ ნანობდა, ცრემლიანი თვალებით შეხედა ლილეს და ჩაწყვეტილი ხმით უთხრა:

- ვერ შევძელით გადარჩენა, ჭიპლარი ჰქონდა კისერზე შემოხვეული და გაგუდული დაიბადა. ლილე მაშინვე წამოხტა საწოლიდან, სულ არ დაეძებდა ნაკერებს და არც ტკივილი უგრძვნია, საბავშვო ოთაახისკენ გაიქცა. დედა დაედევნა, სთხოვდა გაჩერებულიყო. მივიდა, კარს დაუწყო გაღება, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. შემდეგ მინას ურტყამდა ხელს და გაიძახოდა: - ის პატარა ჩემი შვილია, ის პატარა ჩემი შვილია, იმ ბავშვისკენ იშვერდა ხელს, რომელიც ინკუბატორში იყო მოთავსებული. მაშინვე დამამშვიდებელი გაუკეთეს, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. გათიშული საწოლზე დააწვინეს, რამდენიმე დღე ასე უგონოდ იყო, თვალს გაახელდა და ისევ დახუჭავდა, შემდეგ სახლში გაუშვეს, თითქოს ბედს დაემორჩილა, დედის ყველა მითითებას ასრულებდა, არაფერს საუბრობდა, მხოლოდ ერთხელ მოითხოვა ბავშვის საფლავის ნახვა. დედამ წაიყვანა სასაფლაოზე, ანახა საფლავი. ამის შემდეგ სკოლაში გააგრძელა სიარული, სულ არ ჰგავდა იმ ლილეს, ადრე რომ იყო - მხიარული და ბედნიერი, გაკვეთილებზეც არ აქტიურობდა. ლილეს მხოლოდ ერთადერთი მეგობარი მარიამი ჰყავდა, რომელსაც ყველაფერს უმხელდა, იმ ეჭვებსაც, რაც გულში ჰქონდა. მასთან ამბობდა ყველაფერს, რაც სტკიოდა, რაც აწუხებდა. ეშინოდა, მისი გეგმებისთვის დედას ისევ ხელი არ შეეშალა. მარიამი გვერდით ედგა და რაც შეეძლო ეხმარებოდა.


* * *

ზაზა და ანასტასია ბედიერები იყვნენ - მათი ოცნება ახდა, სახლში უკვე პატარა ბავშვი ტიროდა. ნიკო ხშირად ეთამაშებოდა ძმიშვილს, პატარას ოჯახში შემოსვლით, სიცოცხლის ხალისი მოემატა, ხშირად იტოვებდა კიდევაც და უვლიდა, ოჯახში პატარა ქეთამ ყველაფერი შეცვალა, აღარ იყო ის დარდიანი სახეები.

* * *

დრო გავიდა, ლილემ სკოლა დაამთავრა, ინსტიტუტში ჩააბარა. მალე კურსელ ბიჭს შეუყვარდა, ლილეც არ იყო გულგრილი მის მიმართ. მათი სიყვარული დღითი დღე იდგამდა ფესვებს მათ გულებში. ელისო ბედნიერი იყო. ფიქრობდა: ყველაფერი რაც ცუდი იყო, წარსულში დარჩ. რაც მთავარია, რობერტიმ ვერაფერი გაიგო და არც ხალხის სალაპარაკო გავხდითო. ...გაზაფხულის მზიანი ამინდი იყო, ლილე და საბა ქალაქის ბაღში სეირნობდნენ, ბუნება ნელ-ნელა იღვიძებდა და ფერადდებოდა, ხეებზე სადაცაა კვირტები დასკდებოდა და აყვავილდებოდნენ. ბავშვები დარბოდნენ ბაღში, ყოველთვის უყვარდა იქ სეირნობა ორივეს. ლილეს ცოლობა სთხოვა საბამ:

- მოდი ვიცხოვროთ ერთად, ასე ცალ-ცალკე სადამდე უნდა ვიყოთ? დავიწეროთ ჯვარი. - ლილემ არაფერი უპასუხა.

- არ ღირს ამაზე ბევრი ფიქრი, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და შენც გიყვარვარ.

- არის რაღაც, რაც შენ არ იცი და ვფიქრობ ჩვენს სიყვარულს დაანგრევს. მე არ გეუბნებოდი იმის გამო, რომ მინდოდა ცოტა ხანს მაინც ვყოფილიყავი ბედნიერი და თავი მეგრძნო ადამაინად.

- ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დაანგრევს ლილე, ამის შენ ნუ გეშინია. მითხარი, რა ხდება? ლილემ ხელი მოჰკიდა ხელზე და იქვე მდებარე გრძელი საკმისკენ წაიყვანა. როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა, ღრმად ამიოსუნთქა და რაც იქნება იქნებაო, გაიფიქრა...

- ძალადობის მსხვერპლი გავხდი, ვინ იყო დღესაც არ ვიცი, მხოლოდ მისი მრისხანე თვალები მახსოვს. რომ შემხვდეს, აუცილებლად ვიცნობ. დავფეღმძიმდი, ბავშვი გავაჩინე. დედა მეუბნება, რომ მოკვდა, მე კი დარწმუნებული ვარ, ბავშვი ცოცხალია. ყვებოდა და ცდილობდა თავი ძლიერ ქალად წარმოედგინა, მაგრამ ვერ შეძლო ბოლომდე ასეთად დარჩენილიყო. ხმამაღლა იღრიალა ისე, რომ ხსვების ყურადღება მიიპყრო.

- მე მაინც ვიპოვი მას! ის ჩემი შვილია! ცოცხალია! ვიცი, რომ აქვეა, ახლოს. მკერდიდან მომგლიჯეს უმწეო პატარა, მას ხომ თავის დაცვა არ შეეძლო, მას ხომ ძალიან უნდოდა დედასთან სიახლოვე, ვერასოდეს ვაპატიებ დედას ამას, მაგრამ ჯერ შვილი უნდა ვიპოვო და დავიბრიუნო. საბამ ხელი მოხვია და ცდილობდა დაემშვიდებინა ლილე, თავზე ხელს უსმევდა და კოცნიდა, სთხოვდა არ ეტირა. გამვლელები სიბრალულით უმზერდნენ, მიუხედავად იმისა, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა, ბევრმა სცადა ახლოს მისვლა და ნუგეში, მაგრამ საბამ თვალით ანიშნა მათ, რომ არ მისულიყვნენ.

- ნუ გეშინია ლილე! მე შევეცდები დაგეხმარო და გაპოვნინო შვილი, თუ ნამდვილად ცოცხალია, მაგრამ იქნებ მართლა გარდაიცვალა და ტყუილად სდებ დედას ბრალს?

- არა, თავიდანვე უნდოდა დედას მომეცილებინა, არ მივეცი ამის საშუალება და შემდეგ ასე მოიქცა, ამით მე გამიფრთხილდა, ჩემი შვილი კი გაიმეტა, გაწირა!!!

- დამშვიდდი, წამოდი და ყველაფერი მომიყევი, ჩავსხდეთ მანქანაში, აქ ხალხი გვიმზერს, უხერხულია. ხელი მოჰკიდა საბამ ლილეს და წაიყვანა ავტომანქანისკენ. იგი ისევ ტიროდა. ყველაფერი გამოკითხა დეტალურად, თუ რა მოხდა, სად იმშობიარა, ვინ იყო მისი ექიმი. ამის შემდეგ ლილეს სთხოვა დამშვიდებულიყო, დედასთან არ ეჩხუბა სახლში მისულს. იქედან წამოსულმა საბამ მეგობარს დაურეკა და უთხრა რომ მისი დახმარება სჭირდებოდა.

( გაგრძელებას დავდებ ორშაბათს)

0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0