x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყურძნის ჯიში, რომლის რთველი ღამით ტარდება
ვერდეხო ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშია, რომელიც ძირითადად მხოლოდ ესპანეთში მოჰყავთ.


მისი სამშობლო მევენახეობის ტრადიციებით განთქმული კასტილიაა, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი რეგიონი, რუედა.


რუედს გარდა ვერდეხო მოჰყავთ ასევე ტოროსა და ტიერა დე ლეონში, ესპანეთის გულში, ხოლო რუედას რაც შეეხება, აქ ვერდეხოს ნამდვილი კულტია გაბატონებული. ვაზის ეს ჯიში აქ ძალიან უყვართ, რადგან მისი ყურძნისგან განსაკუთრებით გემრიელი და არომატული ღვინოები დგება.


ზეპირ გადმოცემებს თუ ვენდობით, ვერდეხო მე-11 საუკუნიდან მოჰყავთ რუედაში. სავარაუდოა, რომ ეს ჯიში დაახლოებით ამავე პერიოდში შეიტანეს კასტილიაში აფრიკის ჩრდილოეთიდან. სწორედ აქ ქრება კიდეც ვერდეხოს კვალი და ამიტომ რა ჯიშებია ვერდეხოს "მშობლები", ჩვენთვის დღემდე ბურუსით არის მოცული.



მისი სახელი, "ვერდეხო" ნიშნავს "მომწვანოს", რაც ამ ჯიშის ყურძნის მომწვანო-მოლურჯო მარცვლებს კარგად აღწერს.


ესპანელი მეღვინეები ვერდეხოს ჯიშის ყურძენს ტრადიციულად ხერესის მსგავსი მაღალალკოჰოლური თეთრი ღვინოების დასამზადებლად იყენებდნენ. დღეს კი მდგომარეობა საფუძვლიანად შეიცვალა და ვერდეხოს ჯიშის ყურძენი დაყენების პირველსავე წელს დასალევად ვარგისი, ძალიან არომატული თეთრი ღვინოების წარმოებაში გამოიყენება.


იმისათვის, რათა ვერდეხოს საოცრად მგრძნობიარე და ოქსიდაციისკენ მიდრეკილი კლერტი არ დაზიანდეს, რთველი იმართება გრილ ღამეში, რის შემდეგაც ყურძენი უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში ინაცვლებს.


ესპანელი მეღვინეები ღვინოს საკუთრივ მხოლოდ ვერდეხოს ჯიშის ყურძნისგანაც აყენებენ და კუპაჟშიც პალომინოსა და მაკაბეოსთან ერთად, ხანდახან კი სოვინიონ ბლანთანაც, რის შემდეგაც მშრალი ღვინოები დგება.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ვერდეხო


0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0