x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საინტერესო ფაქტები ამერიკული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ
ამჟამად ამერიკა არის მსოფლიოს ღვინის ყველაზე დიდ მწარმოებელთაგან ერთ-ერთი. ეს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ღვინის წარმოების მოცულობის მხრივ საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის შემდეგ მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს.


ამერიკულ მევენახეობა-მეღვინეობას 300-წლიანი ისტორია აქვს.


ვაზი ამერიკაში პირველმა კოლონისტებმა მშობლიური ევროპიდან შეიტანეს.


დროთა განმავლობაში ამერიკული ღვინის ხარისხი სულ უფრო იხვეწებოდა და ბოლოს მან საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია.



ამერიკული ღვინო, რაღა თქმა უნდა, მკვეთრად ჩამოუვარდება ხარისხით ევროპულ, კერძოდ კი ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და ქართულ ღვინოებს, მაგრამ კალიფორნიაში თუ კარგად გამოძებნით, შეიძლება საინტერესო ღვინოებსაც გადააწყდეთ.


"პარიზის განაჩენი"


"პარიზის განაჩენი" იყო ღვინის "ბრმა" კონკურსი, რომელსაც ღვინის ერთმა ბრიტანელმა მწარმოებელმა გაუწია ორგანიზება. 1976 წლის 26 მაისს ის პარიზის ფეშენებელურ სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" ჩატარდა.


კონკურსმა მსოფლიოს საუკეთესო სომელიეები მიიზიდა. მათ ფრანგული ღვინოები ამერიკულ ღვინოებთან იმგვარად უნდა შეედარებინათ, რომ არ უნდა სცოდნოდათ, თუ რომელი ღვინო იყო ფრანგული და რომელი – ამერიკული.


შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ამერიკულმა ღვინომ მაღალი ხარისხი აჩვენა, თუმცა, ფრანგული ღვინის დიდება მაინც ვერ დაჩრდილა.


მართალია, ყურძენი ამერიკის 45 შტატში მოდის, მაგრამ მევენახეობა-მეღვინეობის მთავარი კერა აქ მაინც კალიფორნიაა, სადაც ამერიკული ყურძნის 90 %-ზე მეტი იწარმოება, რასაც ხელს კალიფორნიული მხურვალე კლიმატი უწყობს.


კალიფორნიულ მევენახეობას 200 წლის ისტორია აქვს და მართალია, ვაზი მთელ ამ მზიურ შტატში ხარობს, მაგრამ ნაპასა და სონომას მხარეები მაინც წამყვან პოზიციებს იკავებენ.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ამერიკა


0
94
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0