x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვინ იყო მეღვინეთუხუცესი და რა როლს ასრულებდა ის ქართულ სამეფო კარზე?
შუა საუკუნეების საქართველოში მეღვინეთუხუცესი მეფის მეღვინეობას ხელმძღვანელობდა. მსგავსი თანამდებობა თავისი არსით უპრეცედენტოა. დასავლეთ ევროპაში მართალია, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მეფის ღვინოებზე ზრუნავდნენ, მაგრამ ესენი უბრალო მოხელეები იყვნენ. მათგან განსხვავებით ქართველი მეღვინეთუხუცესი ქართული სახელმწიფოებრიობის აღმასვლის ხანაში ძალიან გავლენიანი და ძლევამოსილი პირი იყო. მას არამარტო სამეფო კარზე ებარა მეფის მეღვინეობის საქმე და ემირჩილებოდა სამოხელეო აპარატი (პირის მეღვინე, საღვინის მუქიფი, საღვინის მოლარე და მეღვინენი), არამედ სერიოზული პოლიტიკური გავლენაც გააჩნდა. მე-12 საუკუნიდან ეს თანამდებობა თანდათან ძლიერდება, რაც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე მიუთითებს.


ნიშანდობლივია და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ მეღვინეთუხუცესის თანამდებობის გაძლიერება საქრთველოს სახელმწიფოებრიობის ოქროს ხანას უკავშირდება, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი და გამორიცხულია მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების გარეშე.


ასევე დაგაინტერესებთ: ღვინო, რომლითაც რიჩარდ ლომგულმა საკუთარი ქორწილი გადაიხადა


ქართველი მეფეების საყვარელი კერძი იყო გარეული ტახის მოხარშული თავი, რომელსაც მონარქს დღესასწაულებზე ტაბლით წინ უდგამდნენ და რომელთანაც მეღვინეთუხუცესს ღვინო მიჰქონდა. მეღვინეთუხუცესი ზრუნავდა ასევე სამეფო ვენახებზე მანდატურთუხუცესსა და მუქიფთან ერთად. მაგრამ გარდა ამისა, მეღვინეთუხუცესი მაღალანაზღაურებადი საქმიანობაც იყო. მეფის თითოეული ზვრიდან მას თითო ჭური ღვინო ერგებოდა.



თუმცა, მეღვინეთუხუცესის თანამდებობა უშუალოდ თამარ მეფის ეპოქამდე მაინც არ იყო უმაღლესი დონის. თამარის გენიალობა და არაჩვეულებრივი გამჭრიახობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მის დროს არნახულად გაძლიერდა მეღვინეთუხუცესის თანამდებობა. შორსმჭვრეტელ და გამჭრიახ მონარქს კარგად ესმოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქართველი ადამიანისთვის ვაზს და ღვინოს და ამიტომ 1191 წელს, როცა გუზან ტაოსკარელმა შავშეთ-კლარჯეთის ციხეები მიიტაცა, მის წინააღმდეგ საბრძოლველად სარგის თმოგველსა და კახა სამძივართან ერთად საკუთარი მეღვინეთუხუცესიც მიავლინა.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


თამარ მეფე


0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0