x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა სისხლის ჯგუფი,რომელიც კორონავირუსს ეწინააღმდეგება
image

მეცნიერებმა დაასახელეს სისხლის ჯგუფი, რომელიც შედარებით მდგრადია Covid-19 -ის წინააღმდეგ.


ერთდროულად ორი სამეცნიერო კვლევის დასკვნა გამოქვეყნდა ჟურნალ Blood Advance-ში, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ Covid-19 - ს ყველაზე მედგარ წინააღმდეგობას უწევს, ვისაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვს.სწორედ მასზეა დამოკიდებული დაავადების პროცესის სიმძიმეც.


მკვლევარებმა დანიიდან შეისწავლეს 473 ათასი ადამიანის ისტორია, რომლებმაც ტესტირება გაიარეს Covid-19-ზე, რა დროსაც დადგინდა, რომ ყველაზე ნაკლები რაოდენობით დაინფიცირდნენ ისინი, ვისაც პირველი ჯგუფის სისხლის აქვთ.



მეცნიერები განმარტავენ, რომ პირველი ჯგუფის სისხლში არ არის ერითროციტული ანტიგენები, რომლიც სხეულში კორონავირუსს ატარებს.


რაც შეეხება მეორე კვლევას, კანადაში შეისწავლეს კოვიდით ინფიცირებული 95 მძიმე პაციენტის სისხლის ჯგუფი, რა დროსაც დადგინდა, რომ, ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია ძირითადად დასჭირდათ მეორე და მეოთხე სისხლის ჯგუფის პაციენტებს.


აქვე გაცნობებთ, ჯანმომ ახლახან დაამტკიცა ერთადერთი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვის-ეს არის დექსამეტაზონი.






0
342
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0