x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანელი ინჟინერი ცდილობს დაანგრიოს მოდის სტერეოტიპი
imageგერმანიაში მცხოვრები ამერიკელი მარკ ბრაიანის თქმით, ის დიდად არ განსხვავდება სხვა მამაკაცებისგან. ჰყავს შვილები, საყვარელი მეუღლე და კარგი სამსახური - ის რობოტების ინჟინერია. თუმცა არის ერთი განსხვავებული ნიუანსი: ყოველდღიურად თავისი ჩაცმულობით, მარკი ეწინააღმდეგება გენდერულ სტერეოტიპებს. მას აცვია ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და არც რცხვენია ასეთ ფორმაში მივიდეს სამსახურში.


" ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ, რომელიც ბედნიერია ქორწინებაში.მიყვარს "პორშე", ლამაზი ქალები და ჩემს ყოველდღიურ გარდერობში შედის ქვედაბოლოები და ქუსლიანი ფეხსაცმელები."-ამბობს მარკი.



მარკის თქმით, მას უბრალოდ უყვარს ექსპერიმენტები. მამაკაცის ბიზნეს კოსტუმების სტილისა და ფერის არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ ასევე მოსწონს გარეგნობაში სხვადასხვა ვარიაციები. რობოტტექნიკოსი მიიჩნევს, რომ ტანსაცმელს არ აქვს სქესი და ყველას შეუძლია თავისუფლად ჩაიცვას ის, რაც მოსწონს. ატიპიური გამომეტყველება ეხმარება მას გადალახოს შინაგანი შეზღუდვები და უფრო თავდაჯერებული იყოს.

image


"შემიძლია და ასეც ვიცვამ, უბრალოდ განსხვავებული რომ ვიყო. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი იმ ქალებით, რომლებსაც მჭიდრო ქვედაბოლოები და მაღალქუსლიანები ეცვათ. არა სექსუალური კოტექსტში, არამედ იმ ძალით, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ. არ ვცდილობ სექსუალურად გამოვიყურებოდე. ნებისმიერი პროფესიონალი ქალის მსგავსად ვიცვამ. ქვედაბოლოები მირჩევნია კაბებს: კაბები გენდერული შერწყმის საშუალებას არ მაძლევს .წელს ზემოთ მამაკაცური სტილი მირჩევნია, ქვემოთ კი არაგენდრული... ეს არის ტანსაცმელი სქესის გარეშე".

image

ცოლი, რომელიც მარკთან უკვე 11 წელია ცხოვრობს, სრულად უჭერს მხარს ქმარს, რომელიც ლოგიკურად ხსნის მის დამოკიდებულებას:


"ახლაც მახსოვს ის დრო, როდესაც სკოლაში გოგონებს შარვალი არ ეცვათ, მაგრამ ახლა შარვალი გახდა ისეთი სამოსი, რომელსაც არ აქვს გენდერული მახასიათებლები. ქვედაბოლო და ქუსლები განსხვავებულია? გარდა ამისა, ზოგადად მამაკაცებმა ქუსლების ტარება ქალებზე ადრე დაიწყეს. "


ამავე დროს, მარკი აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ქალისთვის დამახასიათებელი თვისებები. ის საკმაოდ მკაცრი მამაკაცია, რომელსაც უყვარს მანქანებით ჯირითი და ამის გარდა ფეხბურთის გუნდის მწვრთნელია.

image




1
251
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
251
  
2020, 19 ოქტომბერი, 17:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1