x
მეტი
  • 22.10.2020
  • სტატია:104259
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468855
ვეგეტარიანული და სამარხვო კოტლეტები (2 რეცეპტი)
image


სოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი)


ინგრედიენტები:


სოკო (ნებისმიერი) – 1 კგ.
ხახვი – 2 თავი
კვერცხი – 2 ცალი ( თუ სამარხვოა, კვერცხის ნაცვლად, შვრიის ფანტელი – 200 გრ.)
საფანელი – 2 ს. კ.

ქინძი – 1 კონა

პილპილი და მარილი – გემოვნებით

საფანელი – ამოსავლებად

ზეთი – შესაწვავად


მომზადება:


I. სოკო მოხარშეთ მარილიან წყალში.

II. გადაიტანეთ თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწკრიტოს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

III. შვრიის ფანტელი მოათავსეთ პატარა ქვაბში ან თასში > დაასხეთ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ დაიფაროს > დააფარეთ სახურავი.

IV. დაჭერით ხახვი და მწვანილი წვრილად.

V. თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი > შეანელეთ მარილით და პილპილით. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად სქელი არ ექნება, დაუმატეთ 3-4 კოვში ფქვილი.

VI. ფარში გაყავით გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.



ბადრიჯნის კოტლეტი


ინგრედიენტები:


ბადრიჯანი — 1, 5 კგ.
ყველი მაგარი — 150 გრ.
საფანელი — 150 გრ.
თეთრი პური — 100 г
მარილი და პილპილი — გემოვნებით
ოხრახუში — 2 კონა
ნიორი — 5 კბილი
კვერცხი — 1 ცალი
რძე — პურის დასალბობად (50 მლ.)
ყველი რბილი (ბრინზა, მოცარელა, იმერული) — 200 გრ.
ზეთი — შესაწვავად

(ამ რაოდენობის პროდუქტით, 16 - 17 კოტლეტი გამოდის)



მომზადება:


I. გაფცქვენით და კუბილებად დაჭერით ბადრიჯანი > დააყარეთ მარილი და გააჩერეთ, ვიდრე წვენი არ გამოუვა > კარგად გაწურეთ.
II. ტაფაში ჩაასხით ცოტა ზეთი, ჩაყარეთ ბადრიჯანი და მსუბუქად შეწვით > დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, დაახურეთ თავსახური და თუშეთ 15 - 20 წთ. ვიდრე არ დარბილდება > ნახევრად მოთუშულ ბადრიჯანს, დაამატეთ 1 კონა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მოთუშვა გააგრძელეთ, ვიდრე ბადრიჯანი კარგად არ დარბილდება.
III. ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში.
IV. გახეხეთ მაგარი ყველი, დაალბეთ პური რძეში, დანაყეთ ნიორი.
V. როდესაც ბადრიჯანი გაცივდება, დაამატეთ გახეხილი ყველი, კვერცხი, პური, საფანელი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში (II კონა), ნიორი, მარილი და პილპილი.
VI. მოზილეთ ფარში > თუ თხელი გამოვა, დაამატეთ საფანელი > გაყავით გუნდებად.
VII. გააბრტყელეთ გუნდები, თითოეულზე მოათავსეთ რბილი ყველის ნაჭერი და ისე გადაახვიეთ, რომ ყველი არ გამოჩნდეს.
VII. მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში > შეწვით ზეთში.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. სამოსის ფერის 10 ტონი, რომელიც ვიზუალურად აახალგაზრდავებს
2. ყველაზე უცნაური ადგილი მსოფლიოში, სადაც ადამიანები უკვალოდ ქრებიან
3. თუ გინდათ, რომ კატის შესახებ უფრო მეტი იცოდეთ – საოცარი ფაქტები ამ ფუმფულა არსებაზე
4. ამის ნახვის შემდეგ, საკუთარი სახლი სასახლედ მოგეჩვენებათ...
5. 3 საშიში ლეგენდა, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა

6. 100 წლის წინ ის ჩვეულებრივი სურათი იყო... როგორ იქცა «ჯოკონდა» მსოფლიო დონის შედევრად

0
127
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0