x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ქართველი გენერალი - გიორგი მაზნიაშვილი


...1920 წელს მაზნიაშვილი თბილისის გარნიზონს ჩაუდგა სათავეში, 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოში რუსეთის XI არმია შემოიჭრა, გიორგი მაზნიაშვილი ტაბახმელის ფრონტის სარდლად დაინიშნა.ჟორდანიამ მობილიზაცია არ გამოაცხადა, მაზნიაშვილი სახელდახელოდ შეკრებილ ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მტერზე, 1500 ტყვეც იგდო ხელთ, შეტევისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ 1921 წლის 24 თებერვალს ღამის 11 სათზე ჟორდანიას ბრძანება მიიღო:უბრძოლველად მოეხსნა ფრონტი და თბილისი დაეტოვებინა.
1921 წლის მარტში მაზნიაშვილი ბათუმშია.16 მარტს დიდი ბრიტანეთი გაურიგდა რუსეთს და ხელი აიღო საქართველოს დახმარებაზე, ამავე დღეს რუსეთმა აჭარა-მესხეთი თურქებს დაუთმეს, ბათუმში თურქული არმია შემოვიდა.18 მარტს მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ გაიქცა, ბათუმი განწირული იყო.
გენერალმა მაზნიაშვილმა გარს შემოიკრიბა ქალაქში მყოფი ქართველი მხედრები, აჭარელთა ლეგიონი რომელსაც ასლანბეგ აბაშიძე მეთაურობდა და 18 მარტს თურქეთის სარდლობას მოსთხოვა 1 საათში ბათუმის დაცლა, თურქებმა უპასუხოდ დატოვეს ქართველი გენერლის ულტიმატუმი მაზნიაშვილი შეტევაზე გადავიდა, სძლია თურქებს ბათუმში-ბარცხანასთან, შემდეგ კახაბერის ველზე და ტრაპიზონამდე სდია ასკერებს...
67 წლის ჭაღარა გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს სამშობლოსთვის გამოჩენილი მამაცობისთვის დახვრიტეს...



გენერალ მაზნიაშვილს მრავალი საგმირო საქმე აქვს ჩადენილი, ამის ერთერთი ნათელი დასტურია მისი სახელობის მედალი. მედლით "გენერალი მაზნიაშვილი" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებისა და ბატალიონების (დივიზიონების, ესკადრილიების) მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს, გენერალური შტაბის ოფიცრებს, შეიარაღებული ძალების სახეობების
მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის.



"მე არც ბოლშევიკი და არც მენშევიკი გენერალი არა ვარ, მე ქართველი გენერალი ვარ!" გიორგი მაზნიაშვილი

2
387
6-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
387
  
2014, 30 ივნისი, 9:35
"ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს ,მეორე მკვდრეთით აღმადგენს ,სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება "- დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ,აფხაზეთის, სამაჩაბლოს და აჭარის ტერიტორიების დამბრუნებელი .
2012, 21 აგვისტო, 20:59
«კოჯრის თავზე დაფლეთილი თეთრი დროშა ფრიალებდა,
კვინიტაძის ზარბაზნები ისროდა და ღრიალებდა»...
ეს არაფერ შუაშია ხო :)
კაი სტატიაა +1
0 1 2