საზოგადოება იესოზე პოპულარულები - 5 ადამიანი, რომელიც ქრისტეს ეჯიბრება 2020, 16 ოქტომბერი, 18:31 იესოს პოპულარობაში შეჯიბრი გრძელდება. პერიოდულად სხვადასხვა ცნობადი სახე ხმაურიანი განცხადების გაკეთებას არ ერიდება და ამბობს რომ იესო ქრისტეზე პოპულარულია. ასეთი ფაქტები, როგორც ჩანს, დღევანდელ რეალობაშიც ფიქსირდება. „ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო“ — ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის „ბითლზების“ მომღერლის, ჯონ ლენონის ამ ფრაზას (1966 წელი) არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და ის წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა. თავისდაუნებურად, ჯგუფის ისტორიის ერთ-ერთ გახმაურებულ ეპიზოდად რჩება. „ჩემზე პოპულარული მხოლოდ იესო ქრისტეა“, – ეს განცხადება ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრისას გუშინ გააკეთა. „რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი ვარ. მე კი ვუთხარი, რომ ეს ასე არ არის და ჩემზე პოპულარული იესო ქრისტეა“, – განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. 1966 წლის აგვისტოში, ლენონთან ინტერვიუს დაბეჭდვიდან ხუთი თვის შემდეგ Datebook-მა ციტირების სახით ახსენა ლენონის ფრაზა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო ტალღაც აგორდა. პოპულარული როკ ჯგუფის იმჟამინდელ ფანებს და ძველ თაობას კარგად ემახსოვრება, რომ ქრისტეზე გაკეთებული ამ სკანდალური განცხადების გამო იმხანად „ბითლზების“ ჩანაწერებს საჯაროდ წვავდნენ, კონცერტები უქმდებოდა, ხოლო ჯგუფის წევრებს ურეკავდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. ვნახოთ, როგორ შეხვდება ტრამპის ამ განცხადებას ამერიკა დღეს და ვინ იქნება უფრო პოპულარული არჩევნების შემდეგ - ტრამპი თუ იესო. 148 შეფასება არ არის
|