x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იესოზე პოპულარულები - 5 ადამიანი, რომელიც ქრისტეს ეჯიბრება
image


იესოს პოპულარობაში შეჯიბრი გრძელდება. პერიოდულად სხვადასხვა ცნობადი სახე ხმაურიანი განცხადების გაკეთებას არ ერიდება და ამბობს რომ იესო ქრისტეზე პოპულარულია. ასეთი ფაქტები, როგორც ჩანს, დღევანდელ რეალობაშიც ფიქსირდება.


„ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო“ — ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის „ბითლზების“ მომღერლის, ჯონ ლენონის ამ ფრაზას (1966 წელი) არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და ის წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა. თავისდაუნებურად, ჯგუფის ისტორიის ერთ-ერთ გახმაურებულ ეპიზოდად რჩება.

ეს ამბავი ყველას დაავიწყდა და ალბათ, არც ჩვენს გონებაში ამოტივტივდებოდა, ამერიკის პრეზიდენტს რომ არ შეეხსენებინა. თუმცა, ცხადია, მან მსგავსი ფრაზა სულ ახლახან საკუთარ თავზე მოირგო.



„ჩემზე პოპულარული მხოლოდ იესო ქრისტეა“, – ეს განცხადება ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრისას გუშინ გააკეთა.


„რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი ვარ. მე კი ვუთხარი, რომ ეს ასე არ არის და ჩემზე პოპულარული იესო ქრისტეა“, – განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.


1966 წლის აგვისტოში, ლენონთან ინტერვიუს დაბეჭდვიდან ხუთი თვის შემდეგ Datebook-მა ციტირების სახით ახსენა ლენონის ფრაზა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო ტალღაც აგორდა.


პოპულარული როკ ჯგუფის იმჟამინდელ ფანებს და ძველ თაობას კარგად ემახსოვრება, რომ ქრისტეზე გაკეთებული ამ სკანდალური განცხადების გამო იმხანად „ბითლზების“ ჩანაწერებს საჯაროდ წვავდნენ, კონცერტები უქმდებოდა, ხოლო ჯგუფის წევრებს ურეკავდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ.


ვნახოთ, როგორ შეხვდება ტრამპის ამ განცხადებას ამერიკა დღეს და ვინ იქნება უფრო პოპულარული არჩევნების შემდეგ - ტრამპი თუ იესო.

1
148
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
148
  
2020, 16 ოქტომბერი, 18:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1