x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ტესტი: აირჩიეთ ქვა და მიიღეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეტყობინება
image


გადახედეთ ქვებს, რომლებიც თქვენთვის შევკრიბეთ. აირჩიეთ რომელიმე. არჩევანი გააკეთეთ ინტუიციურად, ნუ აირჩევთ მხოლოდ იმ ფერის მიხედვით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.


ქვემოთ მოცემული შეტყობინების გათვალისწინებით, შეგიძლიათ გაიგოთ, რას ამბობს თქვენ შესახებ შერჩეული ქვა და რა გზავნილი აქვს თქვენთვის.


1. ლურჯი ჰოვლიტი


ეს ქვა ასოცირდება კომუნიკაციასთან. თუ ეს ქვა შეარჩიეთ, ალბათ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ სირთულეებს აწყდებით გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში. დაფიქრდით, იქნებ რამე გაწუხებთ და ამაზე გინდათ ლაპარაკი; იქნებ ვინმეს არ ესმოდეს თქვენი საჭიროებების შესახებ, ან იქნებ ბოლო დროს ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ სხვის მოსაზრებებს.
ეს ქვა ასევე ასოცირდება ყელის ჩაკრასთან, ყურების ჩათვლით. თუ ყელის ტკივილი გაქვთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს უკმაყოფილების ან გაღიზიანების გამოუთქმელი ემოციით, ასევე, სხვებთან უხეში კომუნიკაციით.
ასევე, შეიძლება ვერ იგრძნოთ, რომ თქვენი სიტყვები ადრესატამდე მიდის. ალბათ, ამ თემებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და იპოვოთ გზა სირთულეების გადასალახად.



თუ თქვენ ხშირად გაქვთ ყურის პრობლემები, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ ვერ ახერხებთ თქვენი შინაგანი ხმის გაგონებას, რომ თქვენივე თავს მიჰყვებოდეთ. ალბათ, ხელს გიშლით გარშემო მყოფი ადამიანებისგან წამოსული ნეგატივი, ან იქნებ უფრო მეტად უნდა მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას...
მიუახლოვდით საკუთარ თავს: უგულებელყოფთ თუ არა საკუთარ სურვილებს და საჭიროებებს; ან იქნებ თქვენს გარემოცვაში ვინმე ძალიან კრიტიკულია თქვენ მიმართ ან დიდ ნეგატივს იღებთ?


ამ ქვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ლურჯი ფერი ჩვეულებრივ მიიღება ხელოვნური დანამატების დახმარებით. დაფიქრდით, იქნებ ცდილობთ სხვის თვალებში მტვრის შეყრას ისეთი ადამიანის შთაბეჭდილების მოსახდენად, ვინც სინამდვილეში არ ხართ?


შესაძლოა, თქვენ უნდა შეწყვიტოთ თქვენი პიროვნების დამალვა გარშემო მყოფი სამყაროსგან, გახდეთ ოდნავ თავდაჯერებული თქვენი შესაძლებლობებისა და თქვენი პიროვნების ძლიერი მხარეების მიმართ.


2. მწვანე ავანტურინი


მწვანე წარმოადგენს გულის ჩაკრას, რომელიც მდებარეობს ქვედა და უმაღლესი ჩაკრების ცენტრში. ის წარმოადგენს წონასწორობას, ჰარმონიას, განკურნებას და სიყვარულს. თუ ეს ქვა აირჩიეთ, მაშინ, სავარაუდოდ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ემოციურ საჭიროებებს.


თქვენი არჩევანი ამ ქვის მიმართ მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა იმუშაოთ ემოციური ბალანსის მისაღწევად და ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს. ზოგჯერ ჩვენ თავს შორს ვიჭერთ და გარშემომყოფების მხრიდან მხარდაჭერასა და სიყვარულის მიღებაზე უარს ვამბობთ წარსული ცუდი გამოცდილების გამო და ამ ჩაკრას ვბლოკავთ.


ეს წარმოუდგენლად ართულებს პიროვნების სოციალურ ცხოვრებას, მის კომუნიკაციას და სხვებთან სიახლოვის თემას. ემოციურ განკურნებასთან ერთად საკუთარ თავს უფლებას აძლევთ, აღიაროთ თქვენი ნამდვილი ღირსება. სხვებიც ასე მოიქცევიან.


მწვანე არის ზრდის და განკურნების ფერი. ბუნებაში დროის გატარება დაგეხმარებათ გულის ჩაკრის დაბალანსებაში და თავს უკეთესად იგრძნობთ.
თუ ეს ქვა აირჩიეთ, შეიძლება თქვენი არჩევანი მიანიშნებდეს, რომ... განაგრძეთ კითხვა <<<



0
1880
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0