Quiz ტესტი: აირჩიეთ ქვა და მიიღეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეტყობინება 2020, 16 ოქტომბერი, 16:38 გადახედეთ ქვებს, რომლებიც თქვენთვის შევკრიბეთ. აირჩიეთ რომელიმე. არჩევანი გააკეთეთ ინტუიციურად, ნუ აირჩევთ მხოლოდ იმ ფერის მიხედვით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ქვემოთ მოცემული შეტყობინების გათვალისწინებით, შეგიძლიათ გაიგოთ, რას ამბობს თქვენ შესახებ შერჩეული ქვა და რა გზავნილი აქვს თქვენთვის. 1. ლურჯი ჰოვლიტიეს ქვა ასოცირდება კომუნიკაციასთან. თუ ეს ქვა შეარჩიეთ, ალბათ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ სირთულეებს აწყდებით გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში. დაფიქრდით, იქნებ რამე გაწუხებთ და ამაზე გინდათ ლაპარაკი; იქნებ ვინმეს არ ესმოდეს თქვენი საჭიროებების შესახებ, ან იქნებ ბოლო დროს ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ სხვის მოსაზრებებს. თუ თქვენ ხშირად გაქვთ ყურის პრობლემები, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ ვერ ახერხებთ თქვენი შინაგანი ხმის გაგონებას, რომ თქვენივე თავს მიჰყვებოდეთ. ალბათ, ხელს გიშლით გარშემო მყოფი ადამიანებისგან წამოსული ნეგატივი, ან იქნებ უფრო მეტად უნდა მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას... ამ ქვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ლურჯი ფერი ჩვეულებრივ მიიღება ხელოვნური დანამატების დახმარებით. დაფიქრდით, იქნებ ცდილობთ სხვის თვალებში მტვრის შეყრას ისეთი ადამიანის შთაბეჭდილების მოსახდენად, ვინც სინამდვილეში არ ხართ? შესაძლოა, თქვენ უნდა შეწყვიტოთ თქვენი პიროვნების დამალვა გარშემო მყოფი სამყაროსგან, გახდეთ ოდნავ თავდაჯერებული თქვენი შესაძლებლობებისა და თქვენი პიროვნების ძლიერი მხარეების მიმართ. 2. მწვანე ავანტურინიმწვანე წარმოადგენს გულის ჩაკრას, რომელიც მდებარეობს ქვედა და უმაღლესი ჩაკრების ცენტრში. ის წარმოადგენს წონასწორობას, ჰარმონიას, განკურნებას და სიყვარულს. თუ ეს ქვა აირჩიეთ, მაშინ, სავარაუდოდ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ემოციურ საჭიროებებს. თქვენი არჩევანი ამ ქვის მიმართ მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა იმუშაოთ ემოციური ბალანსის მისაღწევად და ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს. ზოგჯერ ჩვენ თავს შორს ვიჭერთ და გარშემომყოფების მხრიდან მხარდაჭერასა და სიყვარულის მიღებაზე უარს ვამბობთ წარსული ცუდი გამოცდილების გამო და ამ ჩაკრას ვბლოკავთ. ეს წარმოუდგენლად ართულებს პიროვნების სოციალურ ცხოვრებას, მის კომუნიკაციას და სხვებთან სიახლოვის თემას. ემოციურ განკურნებასთან ერთად საკუთარ თავს უფლებას აძლევთ, აღიაროთ თქვენი ნამდვილი ღირსება. სხვებიც ასე მოიქცევიან. მწვანე არის ზრდის და განკურნების ფერი. ბუნებაში დროის გატარება დაგეხმარებათ გულის ჩაკრის დაბალანსებაში და თავს უკეთესად იგრძნობთ. 460 2-ს მოსწონს
|