x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით მხოლოდ ჩინეთმა შეძლო კორონავირუსის შეჩერება.რატომ?
image

ექსპერტების თქმით, ჩინეთის სპეციფიკური გამოცდილება პრაქტიკულად არ გამოიყენეს დასავლეთის სახელმწიფოებმა. ისინი მთავარ მიზეზად ასახელებენ როგორც ეკონომიკაში და სოციალურ წყობაში არსებულ სხვაობას, ასევე ინფორმაციულ მიდგომას, რა დროსაც დასავლეთის ქვეყნებს თუ აშშ-ს ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით არ შეუძლიათ შეიმუშაონ საერთო აზრი.


პირველი, რამაც ჩინეთში ეპიდემია შეაჩერა, ესაა კონტროლი და დისციპლინა.


როგორია ჩინური კარანტინი?- თქვენ არ შეგიძლიათ სახლიდან გასვლა, დღეში ორჯერ უნდა გაუგზავნოთ ექიმს SMS შეტყობინება სხეულის ტემპერატურის შესახებ. ნაგავი უნდა დატოვოთ ბინის გარეთ . მაღაზიაში წასვლის შესაძლებლობაც არ არის. ამიტომ, უნდა შეუკვეთოთ ყველაფერი სახლიდან და მოითხოვოთ, რომ პირველი სართულზე დატოვონ.როგორც Le Figaro-ს კორესპონდენტი წერს, რომელიც პეკინში ცხოვრობს, ჩინეთის ხელმძღვანელობა იძულებულია ასეთი მკაცრი რეჟიმი დააწესოს.



მეორე მიზეზი არის ქვეყნის სოციალისტური მოწყობა


ჩინეთმა დაამყარა კონტროლი, რა დროსაც ქალაქები დაბლოკილი იყო, პროვინციებს შორის მოძრაობა შეიზღუდა, რა თქმა უნდა, ამგვარმა ზომებმა შედეგი გამოიღო. სხვათა შორის, ვიეტნამიც ანალოგიურად ებრძოდა პანდემიას სადაც, სიტუაცია ასევე პოზიტიურია. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იქიდან არის გამომდინარე, რომ ორივე ეს ქვეყანა სოციალისტურია და აქვთ მნიშვნელოვანი ცენტრალიზებური თანხები შესაბამისი პრობლემების გადასაჭრელად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო სხვაგავრად მოწყობილი სახელმწიფო სტრუქტურაში.


მესამე მიზეზი, სწორი საინფორმაციო პოლიტიკა



ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც ცენზურა უფრო მკაცრად მოქმედებს, ევროპული და ამერიკული პრესა, რადიო და ტელევიზია პანდემიის დასაწყისიდანვე გარკვეულწილად მხარს უჭერდა საეჭვო რეპუტაციის ექსპერტებისა და გარკვეულ ჯგუფებს, აგორებულ ფეიკჭორებს, იმ დროს, როდესაც სწორედ პრესა უნდა ყოფილიყო კრიტიკული და ცალხმრივი კომუნიკაციისთვის ხელი უნდა შეეწყო. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ მედიაში გამოჩნდა ინფორმაციები, რომელიც უფრო პროპაგანდას ჰგავდა, ვიდრე ობიექტურ რეპორტაჟებს, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დამახინჯებული წარმოდგენა შეუქმნა კორონავირუსზე და პანდემიაზე.

უფრო მეტიც, როგორც ბელგიელი ექიმების დასკვნაშია ნათქვამი, ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ კორონავირუსის არსებობას, უფლება აქვთ საჯაროდ განაცხადონ თავიანთი შეხედულებები, რის გამოც საზოგადოებაშუ შფოთვის და გაურკვევლობის მიზეზი ხდება.მიუხედავად იმისა, რომ დამახინჯებული ინფორმაცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში "გვირაბის ხედვას" იწვევს, ბელგიელი ექიმების აზრით, მაინც დაუშვებელია ცენზურის დაწესება.



შეგახსენებთ, ჩინეთმა ფაქტობრივად მარტის თვიდან მოყოლებული( 85 000 ინფიცირებულით)შეძლო კორონავირუსის ერთ ადგილზე "გაყინვა", მაგალითად გუშინ 1, 5 მილიარდიან ქვეყანაში სულ 24 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.





0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0