x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ღვინო, როგორც კაპიტალდაბანდება
ბევრ ადამიანს სურს, ღვინოში საკუთარი კაპიტალი დააბანდოს, მაგრამ მხოლოდ ცოტას თუ შესწევს უნარი, გაარჩიოს ერთმანეთისგან სასმელი და საინვესტიციო ღვინოები.


ძვირადღირებული ღვინოების კოლექციის ბევრ მეპატრონეს სჯერა, რომ სარდაფში კარგი ინვესტიცია აქვს. მათ უყოყმანოდ სწამთ, რომ ის, რაშიც ოდესღაც დიდი ფული გადაიხადეს, მომავალში კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანთ, როცა კოლექციას აუქციონზე გაიტანენ, მაგრამ ისინი ამაში მწარედ ცდებიან...


ღვინის აუქციონები მას შემდეგ არსებობს, რაც ადამიანმა "ღვთაებრივი სითხის" ბოთლებში ჩამოსხმა ისწავლა. პირველი ღვინოები "კრისტის" აუქციონზე 1766 წელს გაიტანეს. ეს იყო ღვინოები ბორდოდან და მადეირადან. ამ დღიდან მოყოლებული სულ ცოტა ხანში ძვირადღირებული ღვინოები და აუქციონები განუყოფელ ცნებებად იქცა ევროპაში.


1847 წელს ბორდოს ღვინო დიდ ბრიტანეთში სპეკულაციის ობიექტად გადაიქცა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეამცირა საბაჟო მოსაკრებელი ფრანგულ ღვინოზე, რასაც მისი მასიური შედინება მოჰყვა ინგლისის ბაზარზე და რამაც წარმოუდგენლად გააძვირა მისი ფასი.



სპეკულაციის მეორე დიდი ტალღა 1959 წელს დაფიქსირდა, როცა უეცრად ფრანგული ფრანკი გაუფასურდა და ამერიკელმა მოვაჭრეებმა ისტერიულად დაიწყეს ფრანგული ღვინოების შესყიდვა, რასაც ღვინის დეფიციტი მოჰყვა საფრანგეთში და რამაც შემდგომში ფრანგული "ღვთაებრივი სითხე" ძალიან გააძვირა.


შემდეგ ამას მოჰყვა შედარებით წყნარი პერიოდი, რაც 1982 წლის კიდევ ერთი დიდი სპეკულაციური ბუმით დაგვირგვინდა, რაც ინერციით დღემდე გრძელდება.


რენდიტები, რაც ძვირადღირებული ღვინის ყიდვა-გაყიდვით მიიღწევა, ხან ნულის დონეზეა, ხან კი წელიწადში 100 %-საც კი შეადგენს, მაგრამ ღვინოში საიმედო ინვესტირებისთვის საჭიროა უპირველეს ყოვლისა ალმანახ "The Wine Advo­ca­te"-ში მოხვედრა, რომელსაც სომელიე რობერტ პარკერი გამოსცემს.


ღვინოზე, რომელსაც პარკერი 99 ან 100 პუნქტით აფასებს, ერთ წელიწადში მინიმუმ ფასი ორმაგდება ხოლმე.


თუმცა, მხოლოდ რობერტ პარკერის შეფასება არ არის საკმარისი. საჭიროა კარგი კავშირების ქონა იშვიათი ღვინოებით მოვაჭრეებთან. ისინი საკუთარ საუკეთესო და იშვიათ პროდუქციას მხოლოდ წლობით ნაცად, სანდო კლიენტებს უთმობენ.


ძვირადღირებული ღვინოების უდიდესი ნაწილი ბორდოდან არის. ხშირად ისეც ხდება, რომ ღვინო რამდენჯერმე იცვლის მფლობელს, სანამ კასრიდან ამოიღებდნენ და ბოთლებში ჩაასხამდნენ.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


სოთბი


0
82
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0