x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რაჭაში წელს ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელიან
წელს რაჭაში რთველი 10 ოქტომბერს დაიწყო. რეგიონში ღვინო “ხვანჭკარის” დასამზადებლად საჭირო ყურძნის ჯიშების - ალექსანდროულის და მუჯურეთულის არნახულ რაოდენობას, 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. აღნიშნულის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება. სააგენტოსვე ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები უკვე 20 ლოკაციაზეა მოწყობილი და მოსახლეობას აქვს მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა.


“ხვანჭკარის” ჯიშობრივი სიზუსტის დასაცავად რეგიონის შესასვლელებში სახელმწიფომ სპეციალური ბლოკ-პოსტები განათავსა, სადაც მოწმდება, ხომ არ ხდება ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან ტრანსპორტირება. რთველის პროცესში ამპელოგრაფებიც იღებენ მონაწილეობას.


ამბროლაურში გახსნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩასაბარებელი არ დარჩება.


ასევე დაგაინტერესებთ: საინტერესო ფაქტები რთველის შესახებ: რას უწოდებდნენ მას ძველად და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში



„წელს, ბუნებრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან უხვი მოსავალია, პროგნოზით, შარშანდელზე მეტი. რთველის შტაბში კერძო კომპანიებს უკვე შეუძლიათ დარეგისტრირება და, შესაბამისად, ხვალიდან მოსახლეობას უკვე ყურძნის კრეფაც. ტრადიციულად, ყურძნის მიღება იქნება რამდენიმე ლოკაციაზე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


რაჭა


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0