x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბრბოს ფსიქოლოგია
image


დღემდე მასების განსაზღვრულ როლს მოძველებულ ცივილიზაციათა ნგრევა წარმოადგენდა.

ამ როლს ის დიდი ხანია ასრულებს.

ისტორია გვიჩვენებს, რომ როგორც კი ზნეობრივი ძალები, რომლებსაც ცივილიზაცია ეყრდნობოდა, ძალაუფლებას ჰკარგავენ, საბოლოო ნგრევას არაცნობიერი და უხეში ბრბო ახორციელებს, რომელსაც სამართლიანად ეწოდება ბარბაროსული.


ცივილიზაციებს ქმნიდა და ინარჩუნებდა ერთი მუჭა ინტელექტუალური არისტოკრატია, მაგრამ არასოდეს – ბრბო. ბრბოს ძალა მხოლოდ ნგრევისკენაა მიმართული. ბრბოს ბატონობა ყოველთვის ბარბაროსული ფაზის მანიშნებელია.
ცივილიზაცია გულისხმობს განსაზღვრული წესებისა და დისციპლინის არსებობას, გადასვლას ინსტინქტურიდან რაციონალურისკენ, მომავლის განჭვრეტას, კულტურის გაცილებით მაღალ დონეს, ხოლო ეს ყველაფერი პირობებია, რომელთა განხორციელება საკუთარ თავთან დარჩენილ ბრბოს არასოდეს შეეძლო.
მარტოდენ საკუთარი დამანგრეველი ძალის წყალობით ბრბო მოქმედებს, როგორც მიკრობი, რომელიც აჩქარებს დასუსტებული ორგანიზმის ან გვამის გახრწნას. თუკი რომელიმე ცივილიზაციის შენობა გამოხრულია, ყოველთვის ბრბო იწვევს მის ჩამონგრევას. სწორედ ასეთ დროს ვლინდება მისი მთავარი როლი და, დროებით, რაოდენობის ფილოსოფია, როგორც ჩანს, ისტორიის ერთადერთ ფილოსოფიას წარმოადგენს.


გუსტავ ლე ბონი

"მასების ფსიქოლოგია" 1895 წელი.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0