x
image
lady.ge
რა ჩავიცვათ - ვემზადებით ფერადი შემოდგომისთვის

image




































თქვენი არ ვიცი და როცა ჩაცმა-დახურვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიდის ერთობ საჭირბოროტო დავა, ყოველთვის განსაკუთრებული ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემი ყველაზე, ყველაზე საყვარელი დრო შემოდგომაა. უფრო სწორად როგორც დიზაინერები უწოდებენ მას ე.წ "დემი სეზონი" ანუ პერიოდი რომელიც მოიცავს სექტემბერ-ოქტომბრის შუალდეს. ზაფხულის აუტანელი სიცხეები წარსულს ჩაბარდა, არც ცივა ჯერ.. დილაობით გრილა, შეგიძლია ფერად მაისურზე ნაქსოვი ჟაკეტი მოიცვა, ხასხასა პრინტიანი შარფი მოიხვიო.. ფერადი სათვალეები დაიკოსო ცხვირზე და ასე "ხასიათ-გარდერობ-გაფერადებული" გაუდგე გზას სამსახურისკენ ან უნივერისტეტისკენ.imageimageimage შესანიშნავი შეგრძნებები მოაქვს ჩემთვის შემოდგომას. სულ რაღაც სასიამოვნო ცლილებების მოლოდინში ხარ. თითქოს ზაფხულის ხვატს გაატანე წინა წლის უიღბლობა, დაღლილობა, წვრილმანი ხლაფორთები.. სექტემბრიდან ყოველთვის ახალი ენერგიით დამუხტული იწყებ ახალ იდეებზე ფიქრს და მათ განხორციელებას.image სულ რომ არ გადავხედოთ, წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის ლუქებს, შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავგეგმოთ და გადავახალისოთ პატარ-პატარა დეტალებით ჩვენი საშემოგომო გარდერობი. შემოდგომას აქსესუარები უყვარს, შარფები, სამაჯურები, სათვალეები, ფერადი ქუდები.. ერთმანეთზე გადაცმული მაისურები, ჟილეტები, ფერადი გაუმჭვირვალე კოლგოტკები, თან რა მაგარია, როცა ფირუზისფერზე მუქი ნარინჯისფერი გაცვია.. თავად გადაწყვიტეთ რომელი რა ფერი იყოს, მთავარია თამამად "დააჯახოთ" ეს ფერები ერთმანეთს. imageლურჯ კაბაზე, ჟოლოსფერი შარფი გაიკეთეთ. ყვითელზე ხასხასა პიტნისფერი. ხელები ფერადი სამკაულებით დაიტვირთეთ და დაელოდეთ, თქვენთვისაც მოიტანს ეს შემოდგომა დიიიდ და ფერად ცვლილებებს!!image


0
1256
5-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0