x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კორონას ორი ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში - იზოლაციაშია 105 მოქალაქე
image


15 ოქტომბერს დედოფლისწყაროში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ინფიცირებული მამაკაცია. 14 ოქტომბერს კი covid-19 სოფელ ხორნაბუჯში ერთ ქალბატონს დაუდასტურდა. ჯამში თვითიზოლაციაში იმყოფება 105 დედოფლისწყაროელი. ჯამში ეს მეცხრე დადებითი პასუხია.


როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ახალ ინფიცირებულებს შორის ერთი სატვირთო გადაზიდვების მძღოლია, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე მამაკაცი კი რომელიც საჯარო მოხელეა, ბინაზე მკურნალობას გადის, რადგან მისი სიმპტომები მსუბუქი ხარისხისაა.


გთავაზობთ დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას:



„გაცნობებთ, რომ დღეს დედოფლისწყაროს კიდევ ორ მოქალაქეს დაუდასტურდაა კორონავირუსი (covid-19). მათ შორის ერთი არის ტრაილერის მძღოლი. სატვირთოს მძღოლს რუსეთიდან საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე ტესტირებისას დაუდასტურდა covid-19 და სასაზღვრო პუნქტიდანვე გადაყვანილია ცხელების კლინიკაში.


მეორე მოქალაქე არის დედოფლისწყაროში, რჩება ბინაზე, რადგან დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. ეპიდ.კვლევით დადგინდა ორინე დაავადებულთან კონტაქტირებული პირები. ახლო კონტაქტებს ჩაუტარდათ PCR ტესტირება (43 მოქალაქეს). ხვალ გაცნობებთ ტესტის პასუხებს.
სულ თვითიზოლაციაში იმყოფება 105 მოქალაქე, სიმპტომები არ აღენიშნებათ და არიან ჯანმრთელად.


სულ დედოფლისწყაროში covid-19 დადასტურებული მოქალაქე არის 6. ივნისის თვეში-1, სექტემბერში-1, ოქტომბერში-4 .მათ შორის 2- დედოფლისწყაროში, 2 -სოფ არხილოსკალოში, 1- სოფ.ხორნაბუჯში, 1- სოფ.არხილოსკალოში, “ - ნათქვამია განცხადებაში.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ 30 წლამდე ქალს თბილისში სოციალურ წვეულებაზე დასწრების ისტორია აქვს. ერთერთი ვერსიით, ქალბატონი სავარაუდოდ ქორწილში დაინფიცირდა. შემდგომში ის დედოფლისწყაროში რამდენიმე სუფრაზეც იმყოფებოდა.


დანარჩენი კოვიდინფიცირებულების ისტორია ასეთია: ახალგაზრდა გოგონამ ვირუსი სოფელ არხილოსკალოში აჭარიდან შემოიტანა მოგვიანებით კი ბებიას გადასდო.



COVID 19-ი ისევ არხილოსკალოში შემოიტანა თბილისიდან დედოფლისწყაროში ჩამოსულმა ქალბატონმა, რომელმაც ინფექცია ორ შვილს გადასდო და მალევე დატოვა დედოფლისწყარო.



დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი აცხადებს, რომ რაიონის მედპერსონალს, სოფლის ექიმებს, რაიონული პოლიციის თანამშრომლებს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, ყოველ ორ კვირაში უტარდებათ psr ტესტი კორონავირუსზე, ხოლო სასწრაფოს თანამშრომლებს ყოველ ერთ კვირაში უტარებენ ტესტს თბილისიდან ჩამოსული თანამშრომლები.


15 ოქტომბრის ბოლო მონაცემებით დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა.


.

„თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, - განაცხადა ენდელაძემ.

.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

.

განაწილებით თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია - 366 ახალი შემთხვევაა,

აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189.

იმერეთში ოდნავ შემცირდა - 104-ია, გუშინ იყო 150.

სამეგრელო ზემო-სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი დადასტურებული შემთხვევა,

კახეთსა და გურიაში გახლავთ 13-13,

მცხეთა-მთიანეთში 11,

სამცხე ჯავახეთში არის 3 და

რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1 შემთხვევა.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0