x
მეტი
  • 22.10.2020
  • სტატია:104259
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468855
გაიცანით ქალბატონი ნინძები ირანიდან
image

დაივიწყეთ ირანის ბირთვული პროგრამა. ქალი-ნინძები - აი მისი მთავარი იარაღი! ირანში ფორმირებულია საბრძოლო დანაყოფი «ნინძა», რომელიც ქალებითაა დაკომპლექტებული. იგი შედგება 3500 ქალი-ნინძისაგან, რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ ყველა ტიპის იარაღს, არამედ მათ ასევე შეუძლიათ ჩუმად გადაადგილება და მტრის ზურგში შეღწევა.

image


შპაგატში ჩაჯდომა - მარტივი საქმეა. ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთელვაა ვარჯიშის დაწყების წინ.

image


ქალი-ნინძა ჰიჯაბში.



image


ასეთ ქალებს კუნოიჩი ეწოდებათ, ატარებენ უძველესი ნინძების იაპონურ სამოსს და ეუფლებიან სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენების უნარს.


image


კუნოიჩი კედელზე სხვათა დახმარების გარეშე ადის, მას ეს ხელების გამოყენების გარეშეც შეუძლია.


image


ნინძას კლუბები მთელ ირანში არსებობს. მათში დაახლოებით 24 ათასი ნინძაა რეგისტრირებული. ამ ყველაფერს სპორტის სამინისტროს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაცია კურირებს.


image


ნინძა-გოგონები თავიანთი ოსტატობის დემონსტრირებას ახდენენ.


image


გოგონები ამბობენ, რომ ეს ვარჯიში მათ ეხმარება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


image


კლუბის მწვრთნელი ფატიმა მუამერი ამბობს, რომ ამ ვარჯიშის წყალობით გოგონები, პირველ რიგში, პატივისცემასა და სიმშვიდეს სწავლობენ. ისინი სწავლობენ საკუთარი თავის პატივისცემას.


image


ამ გოგონებს არ შეეშინდათ ხალხში ჩამოყალიბეული სტერეოტიპის - ქალი სუსტი არსებაა ძლიერი მამაკაცების ფონზე.


image

imageimage


კუნოიჩი ფლობს სხვადასხვა სახის იარაღს - ნუნჩაკუს, შურიკენს, ხმალს.


image


წვრთნა მიმდინარეობს როგორც სავარჯიშო დარბაზში, ასევე ღია ცის ქვეშ. გოგონები სწავლობენ კონცენტრაციას, წონასწორობას და ნინძათა საბრძოლო ხელოვნების სხვა ფუნდამენტურ პრინციპებს.


image

კუნოიჩის ჯგუფი მწვრთნელთან ერთად.


image

როგორც ხედავთ, აქ ყველა ასაკის გოგონა ვარჯიშობს.









0
419
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0