x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105201
  • ვიდეო:348771
  • სურათი:470582
სტრიპტიზიორი, მესაფლავე, მზვერავი: ნახეთ, რას საქმიანობდნენ ვარსკვლავები სანამ ცნობილები გახდებოდნენ

image

მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა ვარსკვლავებად არ დაბადებულან. ახალგაზრდობაში ისინიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რიგითი ადამიანები ფულს ისე გამოიმუშავებდნენ როგორც შეეძლოთ, და აქ გასაკვირი არც არაფერია, რომ არა ერთი ნიუანსი, თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთი მათგანი მესაფლავედ მუშაობდა, ზოგიც ტუალეტებს რეცხავდა, აი, ზოგს კი თავი თვიდან თვემდე მორგში მუშაობით გაჰქონდა. გაინტერესებთ რას საქმიანობდნენ თქვენი საყვარელი მსახიობები სანამ პოპულარულები გახდებოდნენ? მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ სახეებს, ვისთვისაც ჩვეულებრივი პროფესიები უცხო არ არის.




ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი სტივ ბუშემი - მეხანძრე გახლდათ


image


კრისტოფერ უოკენი გაგიკვირდებათ და, ერთი პერიოდი ლომების მომთვინიერებლადაც კი მუშაობდა, 16 წლის ასაკიდან კი უკვე ცირკშიც გამოდიოდა


image

რა შეეხება დენი დევიტოს, ის არც მეტი, არც ნაკლები მორგში მუშაობდა სადაც მიცვალებულთა თმის ვარცხნილობაზე ზრუნავდა


image


ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი კი დურგალი იყო


image


ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი ტელემარკეტოლოგად მუშაობდა, თუმცა სერიოზული ვერც ვერაფერი გაყიდა



image


კრისტოფერ ლი დაზვერვაში მუშაობდა



image


ქარიზმატული ირლანდიელი მსახიობი და ჯეიმს ბონდის უბადლო შემსრულებელი პირს ბროსნანი პროფესიონალი მეხანძრე გახლდათ


image


აი, რაც შეეხება ამერიკელ მსახიობსა და ქალების გულთმპყრობელს ბრედ პიტს, ის მექსიკურ რესტორანში მუშაობდა, სადაც შემოსულ სტუმრებს მამლის კოსტიუმში გამოწყობილი ეგებებოდა


image


ამერიკის ერთ - ერთმა მაღალანაზღაურებადმა კომიკოსმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ ოჯახის დასახმარებლად სკოლა მიატოვა და მუშაობა მასწავლებლად დაიწყო


image


ბარსბადოსელი ლამაზმანი რიანა მოზარდობის ასაკში იუნკერთა კორპუსში სწავლობდა, რის გამოც მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად აღიარებული ვარსკვლავი სამხედრო ფორმას დღემდე საუკეთესო სამოსად მიიჩნევს


image


ცნობილი ამერიკელი მხატვარი ბობ როსი სერჟანტი გახლდათ



image


ჰიუ ჯეკმანი კი სპორტულ დარბაზში, მწვრთნელად მუშაობდა


image


ჯორჯ კლუნი გარდა იმისა რომ ქალის ფეხსაცმელებს ჰყიდდა, ასევე მზღვეველად და მშენებლადაც კი მუშაობდა


image


ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ისრაელის არმიაში მსახურობდა



image


ბილ მიურეი ფულს არც მეტი, არც ნაკლები ქუჩაში წაბლის გაყიდვით შოულობდა


image


როკ - მუსიკის "ქამელეონად" წოდებული ბრიტანელი არტისტი და ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუი ხორცპროდუქტების მაღაზიაში კურიერად მუშაობდა


image


ამერიკელი მსახიობი კრის პრატი დროს უქმად არ კარგავდა და ჰავაიზე თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა



image


ბრიტანელი ოსკაროსანი კინოვარსკვლავი ჰელენ მირენი გარკვეული პერიოდი გასართობ პარკში, პრომოუტერად მუშაობდა



image

ამერიკული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ჯეისონ ლი პროფესიონალი სკეიტბორდერი გახლდათ


image


"სუპერ მაიკი"-ს ვარსკვლავი ჩენინგ ტატუმი კი თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა



image


ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი თქვენ წარმოიდგინეთ და, ახალგაზრდობაში სასაფლაოზე, მესაფლავედ მუშაობდა


image





0
8615
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
8615