x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალი თვეობით კოლეგას ყავაში ფარულად ტრანკვილიზატორს ურევდა
imageიტალიის კომუნა ბრაში, ქალი ცხრა თვის განმავლობაში კოლეგას ფარულად აძლევდა ყავა კაპუჩინოს ტრანკვილიზატორით, საბოლოოდ შუა ხნის ქალბატონს ამის გამო ოთხი წლის განმავლობაში ციხეში ჯდომა მოუწევს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Lastampa იუწყება.


53 წლის მარიანჯელა სერატო(Mariangela Cerrato) კონკურენტ კოლეგას ყავაში ფსიქოაქტიური ნივთიერებას უმატებდა, რომელიც საძილე და დამამშვიდებელი ეფექტს იწვევდა. იგი იმედოვნებდა, რომ შემცირებაში მოყოლის შემთხვევაში ხელმძღვანელობა კოლეგას სამსახურიდან გაათავისუფლებდა ცუდი პროდუქტიულობისა და ძილიანობის გამო. დაზარალებულს ეჭვი ჰქონდა, რომ რაღაც ხდებოდა, სანამ ერთხელაც სამუშაოს დასრულების შემდეგ, სახლში მიმავალი იგი მოულოდნელად ხეს არ შეეჯახა.


ავარიის შემდეგ, მან მცირე დაზიანებები მიიღო, რის გამოც გარკვეული დრო სახლში გაატარა და შეამჩნია, რომ ძილიანობა და სხვა სიმპტომები გაუქრა.


შედეგად, მას ეჭვი გაუჩნდა რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი იყო ყავა, რომელსაც რეგულარულად სვამდა სამსახურში.



ოფისში დაბრუნებისთანავე ეჭვები უფრო გამწვავდა, როდესაც სერატო დაჟინებით თხოვდა გამამხნეველი სასმლის დალევას. ”მოდი რა მაინც მოგიტან კაპუჩინოს, როგორ შეიძლება მან ზიანი მოგაყენოს? " - არწმუნებდა ქალი კოლეგას.


ქალმა წინადადება მიიღო, მაგრამ ყავის დალევის ნაცვლად, იგი ლაბორატორიაში გადააგზავნა ანალიზისთვის. შედეგების მიღების შემდეგ, იგი მაშინვე პოლიციაში მივიდა.

პატრულმა თვალყური ადევნა სერატოს და გაარკვიეს, როდესაც ქალი ყავას ყიდულობდა კოლეგისთვის, ყოველ ჯერზე ტრანკვილიზატორს ურევდა მსხვერპლის ჭიქაში.

მტკიცებულებების მიუხედავად, სერატო უარყოფს დანაშაულს და ცდილობს გაასაჩივროს განაჩენი.


0
518
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0