x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზოგისთვის 25 წელი გვიანია, სხვებისთვის კი, 35-ც – ადრეა... როდის ხდებიან დედები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულები

სულ ცოტა ხნის წინ, თუ პირველი ბავშვის გაჩენის დროს, მომავალი დედა 25 წლის იყო, დაგვიანებულ მშობიარობად ითვლებოდა! მაგ., გასულ საუკუნეში, იდეალური ასაკი, ბავშვების გასაჩენად – 20–27 წელი იყო. მაგრამ, მეცნიერების მიერ გაკეთებულმა ბოლო აღმოჩენამ, ეს თეორია უარყო და სულ სხვა სტანდარტები დაადგინა. როგორც გაირკვა, საუკეთესო ასაკი პირველი ბავშვის გასაჩენად, არა 20-27 – არამედ, 34 წელია.

თუმცა, ფიზიოლოგიური მზადყოფნა — ერთია, ხოლო, ფსიქოლოგიური და მატერიალური – სულ სხვა... და დედობის ასაკი, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალბატონებისთვის, განსხვავებულია:


image


ვერძი


ქალი-ვერძი ხშირად იმყოფება ემოციების ზეგავლენის ქვეშ, თუმცა, ეს მას ხელს არ უშლის, რომ საკმაოდ პრაქტიკული იყოს. ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებულები, საკუთარ ცხოვრებაში ბავშვის გამოჩენას, სრული სერიოზულობით ეკიდებიან და ამ მომენტის მოსვლას, ყველანაირად წელავენ. რაც შეეხება მიზეზს, მაგ., ეს შეიძლება, ფინანსური არასტაბილურობის განცდა იყოს. ერთადერთი, რამაც ვერძს, შეიძლება, 30 წლამდე, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება შეაცვლევინოს — ეს დაუგეგმავი ფეხმძიმობა არის.


კურო


კუროები პრაქტიკულები, წინდახედულები არიან და სურთ, რომ პირველი შვილის გაჩენის მომენტისთვის, საფუძვლიანი მატერიალური ბაზა და საკუთარი უძრავი ქონება ჰქონდეთ. ისინი შვილებს მხოლოდ მაშინ აჩენენ, როდესაც დარწმუნებულნი არიან, რომ ამის გაკეთება ნამდვილად უნდათ. დედობის სურვილი კი, მათ, ჩვეულებრივ, 30 წლის ასაკისკენ უჩნდებათ.


მარჩბივი


ტყუპების ნიშნით დაბადებული ქალბატონებისთვის, ამ მხრივ, არანაირი წესი არ არსებობს. ჩვეულებრივ, ისინი ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ, დიდ ხანს ირჩევენ იმ ერთადერთს და განუმეორებელს... ბავშვის ყოლის სურვილი ყოველთვის გააზრებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედობრივმა ინსტინქტმა მათში, შეიძლება, მხოლოდ შვილის დაბადების შემდეგ გაიღვიძოს. ყველაზე ხშირად, ტყუპები პირველ შვილს 27 - 30 წლის ასაკში აჩენენ.



კირჩხიბი


imageწინა ზოდიაქოს ნიშნების ქალბატონების მსგავსად, არც კირჩხიბი ჩქარობს პირველი შვილის გაჩენას. ამ ნიშნით დაბადებულებისთვის, დედობის იდეალური მომენტი 25 წლის შემდეგ დგება. ისინი გააზრებულად იღებენ გადაწყვეტილებას და ბავშვის გაჩენისთვის, როგორც მორალურად, ისე მატერიალურად მზად არიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებელ დედად ყოფნა, რომელიც აღმზრდელობით პროცესში მთლიანად იქნება ჩართული.


ლომი


ლომის ნიშნით დაბადებული ქალბატონებისთვის, პირველ ადგილზე ყოველთვის კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა არის. ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას, მხოლოდ გარკვეული სიმაღლის მიღწევის შემდეგ იღებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დედობაზე ფიქრს ისინი 20 წლის ასაკიდან იწყებენ. მაგრამ, იმასაც აცნობიერებენ, რომ დედობა — პასუხისმგებლობა არის და პირველ რიგში იმაზე ფიქრობენ, საკუთარი შვილისთვის, რის მიცემას შეძლებენ.


ქალწული


ქალწულები, პირველ შვილს, ხშირ შემთხვევაში, 25 წლამდე აჩენენ და საერთოდ არ ფიქრობენ, თუ მისთვის რის მიცემას შეძლებენ. ქალწულებს უპირველეს ყოვლისა, გათხოვების სურვილი ამოძრავებთ და ყველაფერზე თანახმანი არიან, რაც ოჯახის შექმნას უკავშირდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ქალწული არ გათხოვდება, ბავშვის გაჩენაზე სერიოზულად არასდროს დაფიქრდება — მარტოხელა დედობა და ბავშვის დამოუკიდებლად აღზრდა, ქალწულებისთვის არ არის...


სასწორი


ქალ–სასწორებს, როგორც წესი, საინტერესო და მოვლენებით აღსავსე ცხოვრება აქვთ. ისინი ძალიან ცნობისმოყვარენი არიან და ამიტომ, ადრეული დედობითკენ არ ისწრაფვიან. ხოლო, იმისთვის, რომ სასწორს რამის შეცვლის სურვილი გაუჩნდეს, მან ჯერ საკუთარი თავი და იდეალი უნდა იპოვოს, რისთვისაც, შეიძლება, არაერთი წელი გახდეს საჭირო. პირველ შვილს სასწორები, ხშირ შემთხვევაში, 35 - 38 წლის ასაკის შემდეგ აჩენენ.


მორიელი


მორიელებს უყვართ ბავშვები და მზად არიან, პირველი შვილი მაშინვე გააჩინონ, როგორც კი სრულწლოვანების ბარიერს გადააბიჯებენ. ამ ნიშნით დაბადებულები ისე არიან მოწყობილნი, რომ დედობას, ადრეულ ასაკში, სავსებით გააზრებულად ირჩევენ და ამაზე არასდროს ნანობენ. ისინი სიამოვნებით არიან დაკავებულნი აღზრდის პროცესით და მათ მხოლოდ ერთი შვილი იშვიათად ჰყავთ.


მშვილდოსანი


imageროდესაც ამ ნიშნით დაბადებული ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებს და ეს უფრო ხშირად, 30 წლის ასაკამდე ხდება, იმაზე ნაკლებად ფიქრობს, რომ მასზე ზრუნვა და პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. მშვილდოსნებს თავისუფლება უყვართ და სახლის საქმეებში მეუღლეების და ოჯახის სხვა წევრების ჩართვა კარგად ეხერხებათ...


თხის რქა


ამ ნიშნით დაბადებულები დედობას არ ჩქარობენ. მათთვის უფრო პრიორიტეტული კარიერა და თვითგანვითარება არის — უნდათ ცხოვრებაში რაც შეიძლება ბევრი მოასწრონ: ხსნიან ახალ ჰორიზონტებს, საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროებში ცდიან... და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდებიან, რომ ამ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და თავი დაიმკვიდრეს, რაც 30-35 ასაკისთვის ხდება, ფიქრს ბავშვის გაჩენაზე იწყებენ. ბავშვის გაჩენას და მის განვითარებაზე ზრუნვას თხის რქა დიდი პასუხისმგებლობით უდგება.


მერწყული


ამ ნიშნით, სუსტი სქესის, ყველაზე პრაქტიკული ადამიანები იბადებიან. შვილის გაჩენას ისინი, ყოველთვის წინასწარ გეგმავენ და ამ მომენტისთვის, საფუძვლიანადაც ემზადებიან. ბუნებრივია, რომ მათ ამ დროსთვის ყველაფერი უნდა ჰქონდეთ: საკუთარი სახლი და უსაფრთხოების ფინანსური ბალიში — რაც, მათი აზრით, ბავშვის გაჩენისთვის, აუცილებელი პირობებია. რაც შეეხება ასაკს, დედობის სურვილი მათ, 25-27 წლამდე არ უჩნდებათ.


თევზები


ამ ნიშნით დაბადებულები — ემოციურები და ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არიან. თევზები წინასწარ არც საკუთარ ცხოვრებას და არც ფეხმძიმობას გეგმავენ. უფრო ხშირად, ასეთი მოვლენები მათთვის სპონტანურად ხდება და ეს ასაკზე კი არა, უპირველეს ყოვლისა, ქალბატონის ხასიათზე არის დამოკიდებული.

imageimageimage* ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ნომინაციები გაანაწილეს. ყველაზე: ძლიერი, სექსუალური, ვერაგი, ერთგული, კეთილი...
* ვის რა აბედნიერებს – ბედნიერების ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
* ძველი ტიბეტური ჰოროსკოპი – 97%-იანი სიზუსტე და რჩევა ტიბეტელი ბრძენისგან

* მნიშვნელოვანი პერიოდები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

* უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის

0
234
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0