x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტესტი: რომელია თქვენი სტილი? (დაგეხმარებათ სამოსის შერჩევაში)

იდეალური გარდელობის შესადგენად, საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა — საკუთარი თავის გაცნობა, რაც თქვენი სამოსის, აქსესუარების, მაკიაჟის და ვარცხნილობის გაუცნობიერებელი არჩევანით განისაზღვრება. ხოლო, ეს ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რომელი სტილის სამოსი უნდა შეიძინოთ — იქნება ეს კლასიკური, ავანგარდული, ყოველდღიური, თუ სხვა.

ქვემოთ მოცემული კითხვების პასუხებიდან აირჩიეთ რომელიმე პუნქტი და ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ. აქ არ არის სწორი და არასწორი ვარიანტები, ყველაფერი თქვენს შინაგან განწყობაზე, თქვენს ქვეცნობიერზე არის დამოკიდებული.


image


1. როგორი ქალბატონი ბრძანდებით?


a. მაცდურიimage

b. ბუნებრივი

c. დინამიური

d. საკუთარ თავში დარწმუნებული

e. ორიგინალური

f. ქალაქური

g. დახვეწილი

h. კომფორმისტი (მორჩილი)


2. თქვენი აზრით, სამოსი:


a. ხაზს უნდა უსვამდეს ფიგურის ფორმებს

b. უნდა იყოს კომფორტული და ეთიკური გარშემო მყოფების მიმართ

c. უზრუნველყოფდეს მოძრაობის თავისუფლებას

d. იყოს თავხედური და იზიდავდეს ირგვლივმყოფების მზერას

e. ხაზს უსვამდეს თქვენს ხასიათს

f. დღის მანძილზე უზადოდ უნდა გამოიყურებოდეს

g. იყოს იდეალური და უმცირეს დეტალებამდე გააზრებული

h. ასახავდეს თქვენს ინდივიდუალობას



3. ფერის არჩევისას, უპირატესობას ანიჭებთ:


a. ფერის სირბილეს (ღია ვარდისფერი, ცისფერი და სხვა პასტელის ფერები…)

b. ბუნებრივ ფერებს (შემოდგომის ფოთოლი, მწვანე ხავსი, კაკაო…)

c. კონტრასტულ და ნათელ ფერებს (ლიმონის, ღია ლურჯი, კაშკაშა წითელი…)

d. მუქ და იდუმალ ფერებს (ინდიგო, მაყვლისფერი, შავი შოკოლადი…)

e. მოულოდნელ კომბინაციებს (ზღვის ტალღის, მდოგვის, შაბიამნის ფერი…)

f. საბაზო, ნეიტრალური და უნივერსალური (თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი, შავი…)

g. დახვეწილი კომბინაციები (ღამის ცის ლურჯი, იასამნისფერი, ფირუზისფერი, შავი…)

h. ინტენსიური და მყვირალა ფერები (ცისფერი კესანე, ყვითელი, კაშკაშა წითელი…)


4. 48 საათი ერთი სამოსით რომ მოგიწიოთ ყოფნა, რა ქსოვილის სამოს შეარჩევთ?


a. გამჭვირვალე (სარჩულიანი შიფონი, მაქმანები…)

b. უბრალო და ნატურალური (ბამბა, სელი, შალი…)

c. რბილი და მოსახერხებელი (მაისური, კაპიუშონი...)

d. რომ არ იჭმუჭნება ისეთს (სქელი, პრიალა და მდგრადი სტრუქტურის ქსოვილები…)

e. დახვეწილი და ორიგინალური (რბილი და მორჩილი ბადე და სხვა უჩვეულო ქსოვილი)

f. პრაქტიკული და თანამედროვე (დაუთავება რომ არ სჭირდება)

g. დახვეწილი და ყოველთვის იდეალურად მორგებული (მოხერი, ტყავი, ხავერდი…)

h. ტრადიციული და მაღალხარისხიანი (შალი, აბრეშუმი, კაშმირი…)


5. თქვენთვის აქსესუარი არის:


imagea. თქვენს ღირსებებზე ყურადღების მისაქცევი ნივთები

b. სიმბოლური და ეთნიკური ნივთები

c. სხვების გასულელების შესაძლებლობა

d. იმიჯის განუყოფელი ნაწილი

e. საკუთარი ორიგინალურობის და ინდივიდუალურობის გამოხატვის შესაძლებლობა

f. პრაქტიკული და უბრალო ნივთები

g. მდიდრული და უზადო იმიჯის შექმნის საშუალება

h. დახვეწილი და ხარისხიანი ნივთები


6. თქვენი ვარცხნილობა და მაკიაჟი არის:


a. ქალური და მგრძნობიარე

b. უსაფრთხო კანისთვის და თმისთვის

c. მხიარული და უცნაური

d. სხვების მზერის მიმზიდველი

e. თქვენი ორიგინალობის და სტილის ამსახველი

f. მდგრადი, რომ დღის მანძილზე შესწორება არ ესაჭიროებოდეს

g. იდეალური და უნაკლო

h. უბრალო და კლასიკური



ტესტის შედეგი:



თუ გაქვთ უფრო მეტი:


a. — თქვენი სტილი რომანტიკულია

b. — თქვენი სტილი ეთნიკურია

c. — თქვენ მეამბოხეს სტილი გაქვთ

d. — თქვენი სტილი დრამატულია

e. — თქვენი სტილი ავანგარდულია

f. — თქვენი სტილი ყოველდღიურია

g. — თქვენი სტილი გლამურულია

h. — თქვენი სტილი კლასიკურია


რომანტიკული სტილიimageთქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი აღნაგობით. გამოიყურებით დახვეწლიად და მაცდურად, არ მალავთ ფეხებს, ხაზს უსვამთ წელს და მკერდს.
imageრაც შეეხება რჩევებს, სამოსის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ რბილ, ქალურ ფერებს (იისფერი, ცივი ვარდისფერი, კრემისფერი და სხვა პასტელის ფერები).
აირჩიეთ სამოსი, რომელიც ფიგურას სრულად წარმოაჩენს. ეს შეიძლება იყოს ქვედაბოლო ფანქარი, ვიწრო ტოპი, ტანზე მომდგარი მინი კაბა, თხელი ქსოვილის ქვედაბოლო, რომელიც ჰაეროვნად წარმოგაჩენთ.
გამოიყენეთ აქსესუარები, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის რომანტიკულ სტილს: გრძელი ყელსაბამი, რომელიც მზერას სამოსის კისრის ხაზისკენ იზიდავს... ჩანთა პატარა უნდა იყოს, ხოლო ფეხსაცმელი – მაღალქუსლიანი.



ეთნიკური სტილიimageთქვენ სიფრთხილით ეკიდებით საკუთარ სხეულს, ბუნებას და პლანეტას. არ თამაშობთ ირგვლივმყოფებისთვის და ბუნებრივად იქცევით, რაც თავისთავად იმიჯზეც აისახება.
სამოსის შერჩევისას, გამოიყენეთ ბუნებრივი ფერები: წითელი, მწვანე, ცისფერი, კანისფერი, ხაკი...
ვიწრო და ტანზე მომდგარი სამოსი თქვენთვის არ არის, რადგან თქვენი მიზანი — მოძრაობის სრული თავისუფლებაა.
ატარეთ ნატურალური და შეხებისას სასიამოვნო ქსოვილის ტანსაცმელი. მაგ: ბამბის, აბრეშუმის, ბამბუკის ან სელის ქსოვის სამოსი.
რაც შეეხება აქსესუარებს — ეთნიკური უნდა იყოს, რომლის დეტალები გარკვეული კულტურის კუთვნილებაზე მიუთითებს. მასალა შეიძლება იყოს ხე, ტყავი, მარგალიტი და ძვირფასი ქვები და ასევე, ლამაზი ნაქარგები.



მეამბოხეს სტილი imageყურადღება გაამახვილეთ ფერზე და იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ის ატარებს. თქვენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად, გამოიყენეთ კაშკაშა, გაჯერებული ფერები, პრინტები, ზოლიანი ან ბურთულებიანი ქსოვილის სამოსი.
imageქსოვილი რბილი უნდა იყოს (ბამბა, ბამბუკი, ჯინსი), ხოლო სამოსი კომფორტული. ის სხეულზე მომდგარი უნდა იყოს. მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა გიშლიდეთ მოძრაობაში.
თუ საკუთარი განწყობის და ლუქის ხაზგასმა გინდათ, ნუ შეგეშინდებათ დიდი რაოდენობის აქსესუარის ტარების. თამამად გაიკეთეთ ერთდროულად სხვადასხვა ფერის სამაჯური, ატარეთ ბაფთიანი ფეხსაცმელი ან დიდი, თვალშისაცემი გულსაბნევი.



დრამატული სტილიimageაირჩიეთ მუქი ფერის სამოსი, ეს თქვენთვის ყველაზე მისაღებია. მაგრამ, ყურადშება მიაქციეთ, რომ «მუქი» — «შავს» არ ნიშნავს.
შეუთავსეთ ერთმანეთს სხვადასხვა მოცულობის სამოსი და დაიცავით ბალანსი ზომებს შორის. ეს შეიძლება იყოს მოკლე ტოპი და გრძელი განიერი შარვალი, ან მოკლე კაბა და გრძელი კარდეგანი, მაგრამ არა გრძელი შარვალი და გრძელი და მოცულობითი პიჯაკი ან ჯემპრი.
ატარეთ, კონტრასტული ფაქტურის ქსოვილის სამოსი, მაგ., პრიალა და ბრჭყვიალა, გამჭვირვალე და სქელი...
თვალშისაცემი აქსესუარებით (დიდი ზომის ქამარი, მასიური სამაჯურები, ქუდი...), შესძინეთ დახვეწილობის ელფერი საკუთარ ლუქს.


ავანგარდული სტილიimageგანსაკუთრებულობისკენ ისწრაფვით და არ გინდათ, რომ ხალხის მასაში შეუმჩბეველი დარჩეთ. ხართ ორიგინალური და საკუთარ ინდივიდუალობას ყოველთვის ხაზს უსვამთ. სრულად ფლობთ გარეგნობის შეცვლის ხელოვნებას...
და ეს ყველაფერი თქვენს იმიჯზეც რომ აისახოს, სხვადასხვა სახის დეტალები უნდა გამოიყენოთ: ერთმანეთს შეუთავსეთ თანამედროვე გულსაბნეი და საუკუნის წინანდელი სტილის პატარა ჩანთა. ლუქის დასახვეწად კი, მოდის ისტორია დაგეხმარებათ — იქ თქვენთვის საინტერესო, ბევრ რამეს აღმოაჩენთ.



ყოველდღიური სტილიimageაქტიური, დღის მანძილზე დაკავებული, პიროვნება ბრძანდებით: სამუშაო, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, სპორტი და კულტურული დასვენება... თქვენი მიზანი — ელეგანტური და პრაქტიკული ლუქის შექმნაა, რომელიც თქვენს ქმედებებთან იქნება ადაპტირებული.
სამოსის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალურ ფერებს (თეთრი, შავი, კრემისფერი, ნაცრისფერი).
imageატარეთ საბაზო ნივთები, რომლებიც არასოდეს გამოდის მოდიდან და ლუქი აქტუალური რომ გახადოთ, დაამატეთ თვალშისაცემი დეტალები: მაგ., პიჯაკზე უცნაური ფორმის ღილები, შარვლის ფერისგან კონტრასტული ფერის ნაკერი ხაზები ან აბრეშუმის შარფი.
უპირატესობა მიანიჭეთ ნივთებს, რომლის გაუთავება საჭირო არ არის ან ჩაცმის შემდეგ, თვითონ სწორდება და არ იჭმუჭნება.
რაც შეეხება სამკაულს, ის დიზაინერის მიერ უნდა იყოს შექმნილი, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ძალიან ძვირფასი იყოს.
ატარეთ პრაქტიკული ნივთები: გრძელ თასმიანი ჩანთა, ზურგჩანთა, ლამაზი ფეხსაცმელი ბრტყელ ძირზე (ბელეტკები, ესპადრელები, მაკასინები, კედები ან ბოტასები).


გლამურული სტილიimageimageყოველთვის ელეგანტურად და უნაკლოდ გამოიყურებით. თქვენს მიერ შექმნილ ლუქში არცერთი შემთხვევითი დეტალი არ არის.
აირჩიეთ სამოსი რომელიც ელეგანტურად გამოიყურება. ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ საუბარი ფასზე არ არის. უპირატესობა მიანიჭეთ ქსოვილებს (შალი, ბამბა, ვისკოზა და სქელი აბრეშუმი), რომელიც ტანზე კარგად ჯდება.
თქვენი ლუქი ყოველთვის შეავსეთ აქსესუარებით, რომ მას მეტი ელეგანტურობის ელფერი შესძინოთ: ეს შეიძლება იყოს შარფი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სამაჯურები ქვების გარეშე და ა. შ.



კლასიკური სტილიimageთქვენი მტკიცე ხასიათი და ინდივიდუალურობა ყველასთვის თვალშისაცემია. პატივს სცემთ ტრადიციულ ფასეულობებს, რაც თქვენს იმიჯზეც აისახება.
სამოსის დაკომპლექტებისას, შეავსეთ ის ფერადი და კონტრასტული ნივთებით. მაგ., ეს შეიძლება იყოს ალუბლისფერი, თეთრი, ღია მწვანე ან ღია ცისფერი შარფი და იგივე ფერის ჩანთა. ასეთი გამა გამოაცოცხლებს თქვენს ლუქს და კლასიკურ სტილს ორიგინალურობას შესძენს.
imageყოველთვის ამოირჩიეთ დახვეწილი სილუეტი, რომ თქვენი ქალურობა წარმოაჩინოთ... და რადაგან არ გაინტერესებთ მოდის ტენდენციები და უპირატესობას ტრადიციულ და დროში გამოცდილ სტილს ანიჭებთ, თქვენი სამოსის ქსოვილიც ტრადიციული და ძვირფასი უნდა იყოს: აბრეშუმი, ბამბა, შალი… ახალი სამოსის შეძენისას, აქცენტი ხარისხზე გააკეთეთ და არა რაოდენობაზე.
რაც შეეხება აქსესუარებს და სამკაულს, აქაც სიფრთხილე გმართებთ: ფეხსაცმელი და ჩანთა კლასიკური სტილის უნდა იყოს, მაგ., ჩანთა-ქეისი, ხოლო ქამარი ვიწრო…

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი

* 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

* 3. მარტივად მოსავლელი ვარდის 5 ჯიში

* 4. ამის ნახვის შემდეგ, საკუთარი სახლი სასახლედ მოგეჩვენებათ...

* 5. ზოგისთვის 25 წელი გვიანია, სხვებისთვის კი, 35-ც – ადრეა... როდის ხდებიან დედები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულები
* 6. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ კატა სახლში – დამტკიცებულია მეცნიერების მიერ

0
423
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0