x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამათ ხელში მტერი ჩავარდა, მოკვდები და წნევიანი იყო, რა გვექნაო, იტყვიან" - ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდ - 19 - ით დაინფიცირებულთა მკვეთრად მომატებული მაჩვენებლის ფონზე გარდაცვალების არარეალურად გაზრდილ შემთხვევებს ეხმაურება და სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში არსებულ ეპიდმდგომარეობას სავალალოს უწოდებს. ჯანგირაშვილის თქმით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 8 თვის თავზე ამ რაოდენობის ინფიცირებულზე ამდენი გარდაცვლილი არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰყავს, ვინაიდან მათ ბოლო 8 თვის განმავლობაში ვირუსის სწორად მართვა ისწავლეს და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაც შეძლეს, მაშინ როდესაც მისი თქმით, საქართველოში აღნიშნული პერიოდი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიასთან დაახლოებულ ბეზნესმენთა გამდიდრებასა და მთავრობის წარმომადგენელთა უკბილო პიარს მოხმარდა: "თენგიზ ცერცვაძე არის ცრუპენტელა. აქ არ მოგიყვანთ ყველა ქვეყნის ციფრებს, მაგრამ შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ: ამ დროისთვის საქართველოში არის დაახლოებით 5800 ინფიცირებული და ამ რაოდენობის ინფიცირებულების ფონზე 9 გარდაცვლილი დღეში არის ძალიან ბევრი. ამდენი გარდაცვლილი ამ რაოდენობის ინფიცირებულზე პრაქტიკულად არავის არ ყავს მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 8 თვის თავზე, იმიტომ რომ ქვეყნების უმეტესობაში ისწავლეს მართვა, ეს პერიოდი დაუთმეს მომზადებას, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ამიტომაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ სიკვდილიანობა ქვეყნების დიდ ნაწილში ბევრად ნაკლებია, ვიდრე პირველ ეტაპზე იყო. რას დაუთმეს ჩვენთან ეს რვა თვე? ოცნების ახლობელი ბიზნესმენების გამდიდრებას, კორონა ბოსების შიდა ინტრიგებს, უკბილო პიარს და კორუფციას. ამიტომაც ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ნიღაბი, დისტანცია, სიფრთხილე უნდა დავიცვათ ხალხო, თორემ ამათ ხელში მტერი ჩავარდა. მოკვდები და წნევიანი იყო, რა გვექნაო, იტყვიან. შეედავება ვინმე თუ რა?"- დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.






0
148
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
148