x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კომიკოსი ფიურერის წინააღმდეგ-"დიდ დიქტატორს" 80 წელი შეუსრულდა
image

1940 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში, კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ანტინაცისტური და ამასთანავე მთლიანად ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული კომედია, ჩარლი ჩაპლინის "დიდი დიქტატორის" პრემიერა შედგა.


ამ სურათში ჩაპლინმა არა მარტო სარკაზმულად დასცინა ადოლფ ჰიტლერს და მის გარემოცვას, არამედ სამუდამოდ დაემშვიდობა მუნჯი ფილმების ეპოქას და მის ლეგენდარულ პერსონაჟს - პატარა მაწანწალას. ფილმმა უდიდესი წარმატება მოიპოვა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.


კომედიის იდეა ჰიტლერის შესახებ ჩაპლინს 1937 წელს, გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე მოუვიდა.



დიქტატორისა და მისი ორეულის შესახებ კომედიის გადაღების იდეა ჩაპლინს შესთავაზა ბრიტანელმა რეჟისორმა ალექსანდრე კორდამ მას შემდეგ, როდესაც ბრიტანელი კომიკოსი და ნაცისტების ლიდერის ერთმანეთს მიამსგავსა. ორივე ერთი ასაკის იყვნენ (ჩაპლინი ჰიტლერზე მხოლოდ ოთხი დღით უფროსია), ორივემ სიღარიბის პირობებში დაიწყო ცხოვრება და თითოეულმა მათგანმა დიდ წარმატებას მიაღწია საკუთარ სფეროში.


და ბოლოს, ჩაპლინი არაერთხელ ირონიულად აღშფოთდა იმის გამო, რომ ჰიტლერმა "ულვაში მოპარა", რომელიც 1910-იან წლებიდან მოყოლებული პატარა მაწანწალას განუყოფელი იმიჯი გახდა.


ჩაპლინის ერთ-ერთმა ვაჟი - ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ III თავის წიგნში- "მამაჩემი ჩარლი ჩაპლინი" წერს, რომ მამა ხშირად ფიქრობდა ჰიტლერთან კურიოზულ მსგავსებაზე.

"მათი ბედი საწინააღმდეგო პოლუსებს ჰგავდა. ერთმა მილიონობით ადამიანი აატირა, მეორემ კი მთელი მსოფლიო გააცინა. " უბრალოდ დაფიქრდი - ის შეშლილია, მე კი კომიკოსი. მაგრამ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად განვითარებულიყო ”, - წერს ჩაპლინ უმცროსი.

image

ჩაპლინის ჩანაფიქრი განმტკიცდა ლენი რიფენშტალის პროპაგანდისტული ფილმის "ნების ტრიუმფი" ნახვის შემდეგ, რომელიც ნიურნბერგში 1934 წლის ნაციონალ‑სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის კონგრესს ეძღვნებოდა.


გერმანელი მწერლის იურგენ ტრიმბორნის თქმით, ფილმის ყურების ჩაპლინი იცინოდა ნაცისტური პროპაგანდის ტექნიკაზე და გადაწყვიტა ჰიტლერის ემოციური გამოსვლის პაროდია გაეკეთებინა.

image

გადაღებები დაიწყო 1939 წლის სექტემბერში, ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ და დასრულდა ექვსი თვის შემდეგ, როდესაც საფრანგეთი ნაცისტურმა ჯარებმა დაიკავეს.


ევროპაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ჩაპლინმა, გადაღების პროცესში გადაწყვიტა შეცვლილიყო კომედიის ფინალი- ებრაელი პარიკმახერის ექვსწუთიანი ემოციური გამოსვლით რომელიც შეცდომით დიქტატორი ჰინკელი ჰგონიათ.

"ჯარისკაცებო, არ იბრძოლოთ მონობისთვის, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის!" - ამბობს ის.


ფილმი დასცინის არა მხოლოდ ჰიტლერს (დიქტატორი ტომანი ადენოიდ ჰინკელი), არამედ ბენიტო მუსოლინის (დიქტატორი ბაქტერია ბენზინო ნაპალონი), ჯოზეფ გებელსს (მინისტრი გარბიჩი) და ჰერმან გერინგს (მინისტრი ჰერინგი).

image

იმ დროს შეერთებული შტატები ჯერ არ იყო ომში ჩართული და ჰიტლერს ამ ქვეყანაში მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა, მათ შორის გავლენიან ადამიანებიც იყვნენ. ჩაპლინს მუქარის შემცველი წერილები მისდიოდა და კინოსტუდიის შეშინებული ბოსები ჩაპლინს ურჩევდნენ, სურათზე მუშაობა შეეწყვიტა.


სამაგიეროდ აშშ-ს პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი მხარს უჭერდა ფილმს: მან თავისი მრჩეველი ჰარი ჰოპკინსი გაგზავნა ჩაპლინთან, რათა დაერწმუნდა, რომ ფილმის გადაღება გაგრძელებინა.


"რა თქმა უნდა, მაშინ რომ მცოდნოდა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებათა შესახებ, ვერ შევძლებდი "დიქტატორის" გადაღებას, ვერც განადგურების ამაზრზენი მანიით შეპყრობილ ნაცისტებზე გაცინებას შევძლებდი ", - აღიარა ჩაპლინმა ომის შემდგომ დაწერილ ავტობიოგრაფიაში.


„დიდი დიქტატორი“ იქცა კომერციულად ყველაზე მომგებიანი ფილმი ჩარლი ჩაპლინისთვის, აშშ-კინოგაქირავებაში მოგება 5 მილიონი დოლარი მოიტანა, რაც იმ დროისთვის ძალზე დიდი თანხა იყო.

image

ასევე ფილმი ნაციზმისა და ადოლფ ჰიტლერის დაცინვის პირველ მცდელობას წარმოადგენს კინოხელოვნების ისტორიაში.


ფილმის ჩვენება ბევრ ქვეყანაში აიკრძალა: კერძოდ, ესპანეთში, იაპონიასა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში, რომელთა ხელისუფლება ნაცისტებს თანაუგრძნობდა. საფრანგეთში ფილმი პირველად აჩვენეს 1945 წელს, პარიზის განთავისუფლების შემდეგ.


ფილმის პირველი ჩვენება გერმანიაში 1946 წლის ზაფხულში აშშ-ს სამხედრო სარდლობამ მოაწყო. ეკრანზე მისულ ბერლინელებს ეგონათ, რომ მათ ჰოლივუდის მელოდრამა აჩვენეს Kitty Foyle, მაგრამ ამის ნაცვლად, პროექციონისტმა, მათდა გასაკვირად, გაუშვა დიდი დიქტატორი.


ამ ექსპერიმენტული ჩვენების დროს სურათზე რეაგირება არაერთგვაროვანი იყო, ფილმი იფიციალურად გერმანიის ეკრანებზე 12 წლის შემდეგ, 1958 წელს გამოვიდა.


საბჭოთა აუდიტორიამ ოფიციალურად მისი ნახვა შეძლო მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ს დაშლამდე ცოტა ხნით ადრე.

image

დოკუმენტურ ფილმში "მაწანწალა და დიქტატორი" (2002) ნათქვამია, რომ ჰიტლერმა მაინც მოახერხა კომედიის ყურება, მაგრამ რა რეაქცია ჰქონდა, უცნობია. თავად ჩაპლინმა თქვა, რომ ყველაფერს მისცემდა იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს ჰიტლერი ფილმზე.


1
102
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
2020, 15 ოქტომბერი, 16:20
დამახრჩო ცრემლებმა...სააააოცარი სიტყვები იყო. საოცარი...
0 1 1