x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"უბრალოდ გააკეთე ეს!" - 10 რჩევა მათ, ვისაც თავდაჯერებულობა აკლია
image


ადამიანებს ხშირად გვაინტერესებს, თუ რაში მდგომარეობს წარმატების ფორმულა და როგორ მოვიპოვოთ ის. პასუხი მარტივია - თავდაჯერებულობა. ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც მუდმივი განვითარება, შენება და გამყარება სჭირდება.


გთავაზობთ 10 რჩევას, თუ როგორ უნდა გახდეთ უფრო მეტად თავდაჯერებულები.


1. საკუთარი თავის რწმენა



რწმენა საკუთარ თავში თავად გულისხმობს სიმტკიცესა და სიძლიერეს. რაც უფრო ღრმა და ფესვგადმულია ის, მით უფრო მეტად დაუმარცხებელი ხარ. თავდაჯერებულობის პირველი აგურიც სწორედაც რომ საკუთარი თავის რწმენაა, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახინებს და მიგაღწევინებს სასურველ მიზანს. ესაუბრე შინაგან „მეს“ და უთხარი მას: “სხვას რომ არ სჯეროდეს შენი, შენ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის!“


Image result for megan fox gif


2. შიშს თვალი გაუსწორე


შიშს უდიდესი ძალაუფლება აქვს. ის სწრაფად ეუფლება ჩვენს გონებას და გვმართავს. ადამიანების უმეტესობა შიშს გაურბის და არ ცდილობს მას თვალი გაუსწოროს. არ მოიქცე მსგავსად და გახსოვდეს, რომ თავადაც შეგიძლია შიშზე გაბატონება. “შიშები არაფერია, თუ არა გონება.“


Image result for fear,  woman   gif


3. იფიქრე ნაკლები და გააკეთე მეტი


არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტს ფიქრობენ და ნაკლებს აკეთებენ. ამის მთავარი მიზეზი არის ისევ და ისევ თავდაჯერებულობის ნაკლებობა. ისინი ყოყმანობენ, განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს, ნაბიჯს სწრაფად არ დგამენ და საბოლოოდ, ნაყოფიერად ვერ მოქმედებენ. ენდე საკუთარ თავს და - „JUST DO IT“ (უბრალოდ გააკეთე!).


4. მოიზიდე პოზიტივი და არა ნეგატივი


განწყობას ზებუნებრივი ძალა აქვს, რომელიც მთელ შენს სხეულს ეუფლება. ერთმანეთის წინააღმდეგ მუდმივად იბრძვიან პოზიტივი და ნეგატივი. უპირატესობა დამოკიდებულია თავად ადამიანზე. თითოეული დღე უნდა იწყებოდეს ღიმილით და სრულდებოდეს ბედნიერი განწყობით. რთულია, მუდმივად ეს მდგომარეობა შეინარჩუნო, რადგან ირგვლივ უამრავი პრობლემა, ზეწოლაა, მაგრამ უნდა სცადო. უკუაგდე ნეგატივი და მიიზიდე პოზიტივი. “მიუშვირე შენი სახე მზეს და შენ ვერ დაინახავ ჩრდილს!.“


Image result for jennifer garner smile   gif


5. დასახე მიზნები და გეგმები


განვითარება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი სწორედაც რომ მიზნები და გეგმებია. აუცილებელია მათი დასახვა და მკაფიოდ ჩამოყალიბება. შეგიძლია გამოიყენო ლამაზი ბლოკნოტი, სადაც მათ ჩამოწერ, შემდეგ კი თითოეულ მიღწეულ მიზანსა თუ გეგმას ფერადი მარკერით აღნიშნავ. ეს მოგცემს მეტ მოტივაციასა და თავდაჯერებულობას. “ყოველთვის გქონდეს ის, რისთვისაც ცხოვრობ!“


Image result for office woman   gif


6. აღმოაჩინე ახალი გატაცება და ჰობი


ეძებე ახალი შესაძლებლობები და გატაცებები. ძიების პროცესი ყოველთვის გასაოცარია, რომელსაც უამრავი თავგადასავალი სდევს თან. არ დაუწესო საკუთარ თავს ჩარჩოები, რომლებიც განსაზღვრავს, რისი კეთება შეგიძლია. აღმოაჩინე, შეიმეცნე და მიიღე... განარგძეთ კითხვა <<<



0
1180
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0