x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ავად­მყო­ფო­ბა არას­დროს არ არის სირ­ცხვი­ლი!!! მე ეს სტიგ­მა და­ვამ­სხვრიე, სა­აშ­კა­რა­ოდ გა­მო­ვი­ტა­ნე ჩემი და­ა­ვა­დე­ბა" - ინგა მამუჩიშვილი
image


"ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" პე­დი­ატ­რი­უ­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:


"კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა და თხოვ­ნა - ნუ მა­ლავთ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბას, ნუ მა­ლავთ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ნუ და­დი­ხართ ავად­მყო­ფე­ბი/ჯან­მრთე­ლე­ბად შე­ნიღ­ბუ­ლე­ბი, გა­უფრ­თხილ­დით გარ­შე­მომ­ყო­ფებს და სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას პირ­ველ რიგ­ში! თი­თო­ე­უ­ლი სიმპტო­მი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!!! ეს მხო­ლოდ კო­ვიდს არ ეხე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის იზო­ლა­ცია!!!!


შემ­თხვე­ვე­ბი მა­ტუ­ლობს და მოხ­და აღ­რე­ვაც კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის და სხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის!!! ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბის, ტემ­პე­რა­ტუ­რის, დი­ა­რე­ის, ოს­სალ­გია-ართრალ­გი­ე­ბის (ძვლე­ბის და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი), თა­ვის ტკი­ვი­ლის, გე­მოს და სუ­ნის შეგ­რძნე­ბის დათ­რგნ­ვის, ზო­გა­დი სი­სუს­ტის დროს დარ­ჩით სახ­ლში და სას­წრა­ფოდ მო­ახ­დი­ნეთ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია თქვენს ექიმ­თან!!!



P.S ისე ერთი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ ვმა­ლავთ ჩვენს დი­აგ­ნო­ზებს (ინ­ფექ­ცი­ურს არ ეხე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში) ესეც ქარ­თუ­ლი სინ­დრო­მია? (მტრებს გა­ვა­ხა­რებ, ხალ­ხი გა­ი­გებს და სირ­ცხვი­ლია... ) ავად­მყო­ფო­ბა არას­დროს არ არის სირ­ცხვი­ლი!!! მე ეს სტიგ­მა და­ვამ­სხვრიე, სა­აშ­კა­რა­ოდ გა­მო­ვი­ტა­ნე ჩემი და­ა­ვა­დე­ბა და ამის შემ­დეგ გა­უმ­ჯო­ბეს­და ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა, იმი­ტომ, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­მიდ­გა გვერ­დით! პრობ­ლე­მის და­მალ­ვით ვე­რას­დროს ვერ მო­აგ­ვა­რებთ მას!!! ვი­ყოთ ფრთხი­ლე­ბი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი!!!"



0
59
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0