x
image
არჩილ ვერულიძე
Mediator image
სტუდენტმა სუფთა ფურცელი გადასცა პროფესორს, მაგრამ უმაღლესი შეფასება მიიღო
image

იაპონელმა პირველკურსელმა ეიმი ჰაგამ (Eimi Haga), რომელსაც დაევალა ესე დაეწერა ნინძას ისტორიის შესახებ, პროფესორს ცარიელი ფურცელი გადასცა. ამის მიუხედავად, მან უმაღლესი ნიშანი მიიღო. შუასაუკუნეების შენიღბვის ოსტატების სპეციალისტმა დააფასა თავისი სტუდენტის ძალისხმევა, რომელმაც მოახერხა უხილავი მელნის დამზადება ესეს დასაწერად, რომელიც მხოლოდ თბობის შედეგად იჩენს თავს.


19 წლის ეიმიმ ფარული წერის ძველი იაპონური მეთოდი " აბურიდაში" გამოიყენა, რომელიც ადრე ჯაშუშური რეპორტების შესადგენად გამოიყენებოდა. ამისათვის გოგონას წიგნებში სპეციალური სოიოს მელნის რეცეპტის მოძებნა და მისი დამზადება მოუხდა, ტექნოლოგიის მკაცრად დაცვით.

image


აბურიდაშის მოსამზადებლად, ეიმი ჰაგამ მარცვლები წყალში დატოვა, მთელი ღამის განმავლობაში, დილით კი ისინი ნაჭრის გამოყენებით დაწურა. სტუდენტმა მიღებული ნივთიერება სასურველი კონსისტენციის წყალში გაანზავა და გამოიყენა იგი მელნის სახით. ისტორიული სიზუსტის შესანარჩუნებლად ეიმიმ დაწერა იეროგლიფები თხელი ფუნჯის მეშვეობით, ბრინჯის ქაღალდზე, ამ ქაღალდს "ვაში" ეწოდება, მას იაპონიაში საუკუნეების განმავლობაში იყენებენ.

image

სოიოს მელნის თავისებურება ის არის, რომ გაშრობის შემდეგ იგი სრულიად უხილავი ხდება. აბურიდაშის მეთოდით დაწერილი ტექსტის წასაკითხად აუცილებელია ქაღალდის ცეცხლზე გათბობა. ამის შემდეგ აშკარად ჩანს ყავისფერი ტექსტი.


ეიმი არ იყო დარწმუნებული, რომ მასწავლებელი გაიგებდა, თუ რას წარმოადგენდა ეს ცარიელი ფურცელი, ამიტომ ნამუშევარს დაურთო მარტივი ჩანაწერი შენიშვნით: "გაათბეთ ეს". პროფესორმა ქაღალდი გამათბობელ კონვექტორთან მიიტანა და დაინახა ესეს ტექსტი, რამაც იგი აღაფრთოვანა.

image

სტუდენტმა მიაღწია თავის მიზანს და მიიღო უმაღლესი შეფასება. BBC- ის ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მოუვიდა მას ასეთი უჩვეულო იდეა, ჰაგა პასუხობს:

როდესაც პროფესორმა თქვა, რომ განსაკუთრებით აფასებს შემოქმედებას თავის საქმიანობაში, გადავწყვიტე, რომ ჩემი ესე სხვებისგან გამორჩეული უნდა ყოფილიყო. სოიოს მელნის შესახებ წიგნიდან გავიგე, როდესაც პატარა ვიყავი და იმედი მქონდა, რომ კლასში არავის ექნებოდა იგივე იდეა.


ისტორიის მასწავლებელმა პირველკურსელებს ესეს დაწერა ნინძების შესახებ დაავალა ქალაქ იგას ნინძათა მუზეუმის მონახულების შემდეგ. ეს მუზეუმი, ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს იგა-უენოის ცენტრალურ პარკში, წარმოადგენს პატარა შუასაუკუნოვან ციხესიმაგრეს რომელიც შუა საუკუნეებში ჯაშუშთა და საიდუმლო მკვლელთა კლანს ეკუთვნოდა. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის ნინძების იარაღი, ასევე მათი ტანსაცმელი, უამრავი ეშმაკური მოწყობილობა, რაც მათ უხილავად გახდომასა და ყველაზე მიუდგომელ ციხესიმაგრეებში შეღწევაში ეხმარებოდა.

0
526
10-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0