x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კორონას ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში - იზოლაციაშია 50 პირი
image


დედოფლისწყაროში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს COVID 19-ის მეშვიდე დადასტურებული შემთხვევაა დედოფლისწყაროში, რომელთაგან ადგილობრივი მკვიდრი მხოლოდ სამია, ოთხი კი სხვა ქალაქიდან შემოსული ინფიცირებული. ამჯერად ინფექცია რაიონულ ცენტრთან ახლოს მდებარე სოფელ ხორნაბუჯში დაფიქსირდა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ინფიცირებული ქალია. ამ დრომდე ინფექციის გავრცელების ზონად სოფელი არხილოსკალო ითვლებოდა.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით 30 წლამდე ქალს თბილისში სოციალურ წვეულებაზე დასწრების ისტორია აქვს. ერთერთი ვერსიით, ქალბატონი სავარაუდოდ ქორწილში დაინფიცირდა. შემდგომში ის დედოფლისწყაროში რამდენიმე სუფრაზეც იმყოფებოდა.


საერთო ჯამში ამ დროისთვის დედოფლისწყაროში თვითიზოლაციაშია 50 პირი, რომელთაგან 41 მხოლოდ ბოლო შემთხვევის კონტაქტებია. მათ ამ ეტაპზე რაიმე სიმპტომები არ აქვთ და თავს ჯანმრთელად გრძნობენ.



დანარჩენი კოვიდინფიცირებულების ისტორია ასეთია: ახალგაზრდა გოგონამ ვირუსი სოფელ არხილოსკალოში აჭარიდან შემოიტანა მოგვიანებით კი ბებიას გადასდო.


COVID 19-ი ისევ არხილოსკალოში შემოიტანა თბილისიდან დედოფლისწყაროში ჩამოსულმა ქალბატონმა, რომელმაც ინფექცია ორ შვილს გადასდო და მალევე დატოვა დედოფლისწყარო.


დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი აცხადებს, რომ რაიონის მედპერსონალს, სოფლის ექიმებს, რაიონული პოლიციის თანამშრომლებს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, ყოველ ორ კვირაში უტარდებათ psr ტესტი კორონავირუსზე, ხოლო სასწრაფოს თანამშრომლებს ყოველ ერთ კვირაში უტარებენ ტესტს თბილისიდან ჩამოსული თანამშრომლები.


15 ოქტომბრის ბოლო მონაცემებით დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა.

.

„თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, - განაცხადა ენდელაძემ.

.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

.

განაწილებით თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია - 366 ახალი შემთხვევაა,

აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189.

იმერეთში ოდნავ შემცირდა - 104-ია, გუშინ იყო 150.

სამეგრელო ზემო-სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი დადასტურებული შემთხვევა,

კახეთსა და გურიაში გახლავთ 13-13,

მცხეთა-მთიანეთში 11,

სამცხე ჯავახეთში არის 3 და

რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1 შემთხვევა.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0