x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული "დრამის დედოფალი" ნესლიჰან ათაგული - გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი "მოაჯადოვა"
image


თურქ მსა­ხი­ო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბა აქამ­დეც არ აკ­ლდათ, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნებს უფრო მეტი დრო გა­მო­უჩ­ნდათ სე­რი­ა­ლე­ბის­თვის, მათ შო­რის, თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის­თვი­საც და ახა­ლი კერ­პე­ბიც გაჩ­ნდნენ.


მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩვენ­თან ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ "ფან გვერ­დებ­საც" შეხ­ვდე­ბით, ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რით.


ერთ-ერთი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა სე­რი­ა­ლით იც­ნობს.



image


თუ თურ­ქულ მე­დი­ას გა­და­ხე­დავთ, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ათა­გუ­ლი თურ­ქეთ­ში თა­ვი­სი თა­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ ვარ­სკვლა­ვად ით­ვლე­ბა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი.


image


გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა კი მო­უ­ტა­ნა ფილმმა Araf (გან­საწ­მენ­დე­ლი), სა­დაც ჯერ კი­დევ კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში მყო­ფი მსა­ხი­ო­ბი (18 წლის ასაკ­ში) ურ­თუ­ლეს როლს ას­რუ­ლებს. ნეს­ლი­ჰა­ნის გმი­რი ფილმში აბორ­ტს სა­კუ­თა­რი ხე­ლით იკე­თებს, ეს არის სცე­ნა, რო­მელ­ზეც დღემ­დე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ და რო­მელ­მაც ნეს­ლი­ჰანს არა მარ­ტო თურ­ქე­თის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­უ­ტა­ნა აღი­ა­რე­ბა. ფილ­მი 2011 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და ნეს­ლი­ჰა­ნის გმირს ზეჰ­რა ჰქვია.


image


ამ ფილ­მის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­ში შე­ას­რუ­ლა მთა­ვა­რი როლი და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი Kara Sevda აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბა თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ვარ­სკვლავს, ბუ­რაქ ოზჩი­ვიტს გა­უ­წია. ეს ერ­თა­დერ­თი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მელ­მაც Emmy-ს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე მთა­ვა­რი ჯილ­დო აიღო.


image


ნეს­ლი­ჰანს თურ­ქუ­ლი დრა­მის დე­დო­ფალს უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ვე­რა­ვინ ტი­რის კა­მე­რე­ბის წინ ისე გულ­წრფე­ლად და არა­ვის შე­უძ­ლია ემო­ცი­ე­ბის ისე მკა­ფი­ოდ გად­მო­ცე­მა, რო­გორც მას... განაგრძეთ კითხვა <<<



0
785
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0