x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჯადოსნური სარკე- - უძველესი არტეფაქტი, რომლის ახსნა თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია
image




სავარაუდოდ, ორი ათას წელზე მეტია არსებობს ძალიან უცნაური სარკეები, რომლებსაც დღესაც ჯადოსნურს უწოდებენ. ისინი ძალიან იშვიათი და რა თქმა უნდა, ძალიან ძვირია.



როდის ხდება ბრინჯაო გამჭვირვალე?



ათასობით წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მეცნიერები საგონებელში არიან ჯადოსნური სარკის შექმნის ტექნიკის შესწავლისს გამო. არსებობს რამდენიმე ნივთი, რომლებიც უფრო ჰგავს მაგიურ ნივთებს, ვიდრე საგნებს, რომელთა თვისებების ახსნა შესაძლებელია მეცნიერულად. ეს არის ჩინური ბრინჯაოს სარკეები, რომლებიც, მიუხედავად იმ ნივთიერებისა, რომლისგანაც მზადდება, სინათლეს ატარებენ.




ძნელი სათქმელია, რომ ამ სარკეების დამზადების ტექნოლოგია წარმოიშვა ძველ ჩინეთში. მსგავსი საგნები აღმოაჩინეს იაპონიასა და რუსეთშიც. არსებობს თეორიები, რომ ძველ ბერძნებს მსგავსი მოწყობილობები ჰქონდათ. ჩინეთში კი, ისინი ფართოდ იყო გავრცელებული.




image




როდის დაიწყეს მათი დამზადება, ასევე დაუდგენელია. მკვლევარების უმეტესობას მიაჩნია, რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში გამოჩნდნენ. გარეგნულად, ეს ნივთები არ ჰგავს ჩვეულებრივ სარკეს. ეს არის მრგვალი დისკები, რომელთა დიამეტრია დაახლოებით 20 სმ-ია. ერთ მხარეს ამშვენებს გარკვეული ნახატები, ხოლო მეორე მხარე გლუვია, მაგრამ არა ყოველთვის.




ამ ობიექტის პირველი შეხედვის შემდეგ ირკვევა, რომ სარკე სავსეა საიდუმლოებებით და იდუმალებით. მათზე ნახატები განსხვავებულია და არასოდეს მეორდება, მათ სისტემა არ აქვთ. ეს შეიძლება იყოს გეომეტრიული ნიმუში, ყვავილების ორნამენტი ან ზოგიერთი ადამიანის პორტრეტი. ამ თვალსაზრისით, მეცნიერებმა ჯერ ვერ მიაღწიეს ამ ნახატების ჭეშმარიტი არსის გაგებას.




image



ამ ობიექტს სარკე უცნაური ოპტიკური ეფექტის გამო ეწოდება, რომლის ზუსტ ახსნას მეცნიერება ვერ ახერხებს. თუ სინათლის მკაფიო ნაკადს მიმართავთ არტეფაქტის გაპრიალებულ მხარეს, მაშინ მასზე გამოისახება მეორე მხარეს გამოყენებული ნიმუშის ანარეკლი. სწორედ ეს მოქმედება ხდის გაუმჭვირვალე ბრინჯაოს გამჭვირვალედ, თითქოს ის ყველაზე სუფთა მინა იყოს




ამ არტეფაქტების დანიშნულება ასევე უცნობია. ივარაუდება, რომ მათი ფუნქციები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალა. თავდაპირველად, ისინი მხოლოდ საკრალურ ობიექტებს წარმოადგენდნენ, რასაც მასიურად იყენებდნენ ბოროტი სულების წინააღმდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს დეკორატიული ფუნქციის შესრულება.



ჩინელები და შემდეგ იაპონელები ამ სარკეებს მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ ჩვეულებრივი სარკეების გაჩენამდე. ამ უცნაურ ობიექტებს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ და ხშირად უცხოელებს ჩუქნიდნენ პატივისცემის ნიშნად.

.

0
548
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0