x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაახალგაზრდავებული  და ლამაზი  კანი გსურთ?  ეს  Е  ვიტამინი  და გლიცერინია  

თქვენი სახე და ხელები საკმაოდ დაცული იქნება მხოლოდ E ვიტამინის და გლიცერინის წყალობით!


image



E ვიტამინი, ისევე როგორც გლიცერინი, სრულიად შეესადაგება ყოველდღიურ გარეგან გამოყენებას. უფრო მეტიც, E ვიტამინი შედის უამრავ კოსმეტიკურ პრეპარატში.



ეს ანტიოქსიდანტი პირველ ადგილზეა ვიტამინებში. ის აჯანსაღებს კანს და ებრძვის ასაკობივ ცვლილებებს.

E ვიტამინი აფერხებს უჯრედული დაჟანგვის პროცესს, მაღლა სწევს კვების დონეს და აფერხებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას.


ამ ვიტამინის მიღება შესაძლებელია შინაგანი გამოყენებისთვისაც 15 მგრ კაფსულების სახით, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.


E ვიტამინის 8 სასარგებლო თვისება:




  • რეგენერაციის დაჩქარება.

  • წყალ-ლიპიდური ბალანსის ნორმალიზაცია.

  • A ვიტამინის ათვისებაში დახმარება.

  • დაბერების პროცესის შენელება.

  • აკნეს მკურნალობა.

  • ესტროგენის უფრო აქტიური გამომუშავება.

  • შეშუპების აღმოფხვრა.

  • პიგმენტაციის, ჭორფლის, მცირე ნაწიბურების და სტრიების გაქრობა.





შეურიეთ ერთმანეთს ერთნაირი თანაფარდობით E ვიტამინი და გლიცერინი, ძილის წინ კანზე შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობით . სწრაფი შეწოვის მიუხედავად, ეფექტს მალევე დაინახავთ. ამ ნარევის შედეგი ასეთია _ გლუვი, ბარხატოვანი კანი და მცირე ზომის ნაოჭების გაქრობა.




მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ გლიცერინის ადგილობრივი გამოყენების უპირატესობებს.



ვიტამინი E- ს მსგავსად, ამ სითხის შეძენაც შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. მას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება - ტენიანობის შენარჩუნება. ამიტომაც უმატებენ მას მრავალ კოსმეტიკურ პროდუქტში. ამ თვისების გამო, კანზე წასმის შემდეგ სახეზე წებოვანი დამატენიანებელი აფსკი ჩნდება. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მისი კვალიც კი არ რჩება.



სუფთა სახით გლიცერინის გამოყენება გამოდგება პრობლემური კანისთვის და კანის დატენიანებისთვის. ამისთვის საჭიროა ის გამოვიყენოთ როგორც ლოსიონი, რისი შედეგიც იქნება კანზე გაღიზიანებული ადგილების სწრაფი გაქრობა.




თუ ავურევთ გლიცერინს და თაფლს 1/1 პროპორციით, მიიღებთ სახის შესანიშნავ, უნივერსალურ ნიღაბს . თუ ზედმეტად თხელი გამოვიდა - დაამატეთ შვრიის ფქვილი. თუ მშრალი კანი გაქვთ, მაშინ ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ნატუალური კოსმეტიკური ზეთი.



ცხიმიანი კანისთვის იდეალური იქნება გლიცერინი, შვრიის ფქვილი და კიტრის წვენი. მგრძნობიარე კანისთვის განსაკუთრებული მოვლაა საჭირო, ამიტომ მისი განებივრება შეიძლება გლიცერინის, კვერცხის გულის და ნატურალური ციტრუცის ზეთის ნიღაბით.




სახის და ხელის კანის საუკეთესო მოვლისთვის _ მხოლოდ გლიცერინი და Е ვიტამინი!



სახის გარდა არის ხელებიც, რაც რეგულარულ მოვლას საჭიროებს. და ამიტომ, ზემოთ ხსენებული სითხეები შედის ხელის მოვლის საშუალებებშიც. წყალი, საყოფაცხოვრებო საშუალებები, გარემო, - ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ნაზი კანის მდგომარეობაზე.


ამიტომ, კრემების გარდა აუცილებელია ყველანაირი ნიღბის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როცა დროის ნაკლებობაა ან დამოუკიდებლად მისი დამზადების სურვილი არ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ ხელის კრემში რამდენიმე წვეთი ვიტამინი და გლიცერინი დაუმატოთ. მალევე დაინახავთ, რომ კანი დარბილდება და უფრო დატენიანდება.

იხილეთ ასევე:

image

აქტივირებული ნახშირის საოცარი თვისება, ადსორბირება გაუკეთოს ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმში, დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ, მისი შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება. მაგალითად აქტივირებული ნახშირი შეიძლება გამოყენებულ იქნას პრობლემური კანის კოსმეტიკური ნიღბების დასამზადებლად.

image

ცოცხალი ყვავილები ყველაზე ოპტიმალური არჩევანია, იმდენად რამდენადაც მათ აქვთ ძლიერი სამკურნალო ენერგია. მათი გამოსახულებები აბრეშუმზე ხშირად გამოიყენება ფენ-შუიში. სილამაზის და ელეგანტურობის ენერგიასთან ერთად ყვავილებს მოაქვთ კეთილდღეობა და წარმატება. ფენ-შუიში განსაკუთრებულ

image

კანის სიმშრალე, სიფერმკთალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მსხვრევა, შეშუპება სახის, კიდურების, ქუთუთოების, ჩამქრალი თვალები, დაღლილობა, ძილიანობა, უხასიათობა და ა.შ. _ეს ყველაფერი იოდის ნაკლებობის ბრალია ორგანიზმში. თუ ორგანიზმს საკმარისი იოდი აქვს - მაშინ ქალის თვალები ბრწყინავს! ფრენა სურს! ამ მიკროელემენტის ნაკლებ...

image

ვინ თქვა, რომ ნაოჭებზე გამარჯვებისთვის მხოლოდ ძვირიანი პრეპარატებია საჭირო? სინამდვილეში ხომ დიდი კოსმეტიკური და ფარმაცევტული კორპორაციები ამ გზით გამოიმუშავებენ ფულს ჩვენს სურვილზე, დავრჩეთ ახალგაზრდები და ლამაზები! როგორ მოგვაბეზრეს თავი ამ ნაოჭებმა! დილით სარკეში ჩახედვისას ამ ფრაზას ყოველ დღე იმეორებს ათასობით ქალი. ყველაზე მეტად ტუჩების ...

0
314
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0