x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!" - ქეთი დოლიძე ქართველ ემიგრანტებს

image


"ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში რეჟისორი ქეთი დოლიძე 11 ოქტომბერს, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიერ "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე ხნით ადრე, ქართველ ემიგრანტებთან საბერძნეთის დედაქალაქში დაანონსებულ შეხვედრას მშვიდად არ ჩაუვლია, ვიქტორიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე "Teatro Treanon" - ის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, ემიგრანტების თქმით, სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, შეხვედრაზე მისულ საქართველოს მოქალაქეებსა და რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს სამშობლოში დაბრუნებას დაჰპირდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრისას ის "საქართველოს ნაწილს ჩაეხუტა", მალე კი მთელ საქართველოსაც ჩაეხუტება.


image





0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342