x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სულ გაგიჟდა! ბოლოს როგორ დაამთავრებთ? - სიჭინავა ამირან გამყრელიძეზე
image


ყოფილი ტელეწამყანი ხატია სიჭინავა, რომელსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა და ბილ გეიტსის თაოსნობით შექმნილი ჩიპებით ადამიანების დაპროგრამების ეშინია, ფიქრობს, რომ ამირან გამყრელიძე გაგიჟდა. სიჭინავას დამოკიდებულება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებამ გამოიწვია.

„სულ გაგიჟდა. უკვე ხალხის სერიოზულ დასტრესვაზე მუშაობს. ნუ ზოგიერთისთვის აზრიც არა აქვს, ამ დაავადებებს შორის განსხვავების ახსნას. ბოლოს, როგორ დაამთავრებთ ბატონო ამირან, ამ ყველაფერს? გიფიქრიათ ამაზე?“, - წერს სიჭინავა.


ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ Covid-19 იმაზე მეტ ადამინს იმსხვერპლებს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი. გამყრელიძის პროგნოზით, მომავალ გაზაფხულამდე Covid -19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.



დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 13 521-ია. აქედან 7159 პაციენტი განიკურნა, 109 კი გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 - აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო - ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე - ჯავახეთში 1.

.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 6362 ახალი შემთხვევიდან 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია.

.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში დღეის მონაცემებით, 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

.

"ასევე ჩვენთანაა 2 შესაძლო შემთხვევა, ინფიცირებულის შვილები არიან და სავარაუდოდ, მათაც დაუდასტურდებათ. პაციენტებიდან 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. ასევე, გვყავს მძიმე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები, მაგრამ ისინი არ არიან მართვით სუნთქვაზე. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამჟამად მსუბუქი პაციენტები ნაკლებად გვყავს", - განაცხადა ენდელაძემ.

.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, პანდემიად კი ვირუსი 11 მარტს გამოცხადდა.


ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის კვლევისას ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი რამ დაავადების უსიმპტომოდ ან ისეთი სიმპტომებით წარმართვაა, რაც სხვა ავადმყოფობასაც შეიძლება ახასიათებდეს. ეს კი სერიოზულად აფერხებს მის იდენთიფიკაციასა და მკურნალობას. ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 5-დან 5 ადამიანს COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს, მაგრამ მაინც გადამდებია.

1
451
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
451
  
2020, 15 ოქტომბერი, 2:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1