x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს
image


მას ერთი ფილ­მის მსა­ხი­ობს ეძა­ხი­ან, რად­გან 1992 წელს გა­მო­სულ ფილმში "უძი­ნარ­თა მზე", ექი­მის ბენ­დე­ლი­ა­ნის შვი­ლის და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა. დათო კა­ზიშ­ვი­ლის გმირს ფილმშიც დათო ჰქვია... რე­ჟი­სო­რი თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი ფილ­მს შვი­დი წლის მან­ძილ­ზე იღებ­და და ექი­მი მა­მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.




ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი­დან გუჯა ბურ­დუ­ლი მას შემ­დეგ არა­ერთ ფილმში გა­და­ი­ღეს, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ისევ ის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მია, რო­მე­ლიც შვილ­თან ერ­თად ფილმში "რიმ­და­რი­დოს" ღი­ღი­ნებს. დათო კა­ზიშ­ვი­ლი კი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის ისევ დათო ბენ­დე­ლი­ა­ნად დარ­ჩა.


მისი ცხოვ­რე­ბა უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ უც­ნა­უ­რად წა­რი­მარ­თა. და­თომ მსა­ხი­ო­ბო­ბა აღარ ინ­დო­მა, თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ბაბ­ლუ­ანს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც ჰქონ­და მცდე­ლო­ბა დათო მის კი­დევ ერთ ფილმში გა­და­ე­ღო.



image


დათო კა­ზიშ­ვი­ლი 2019 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს 50 წლის გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რთუ­ლად იც­ნო­ბა. არ კონ­ტაქ­ტობს მე­დი­ას­თან, არ უყ­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი. მისი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა რთუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ფო­ნი კვი­რე­ბიც კი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დეს. არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ჭორი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ით­ქვა ისიც, რომ ბე­რად აღიკ­ვე­ცა, თუმ­ცა ეს ჭორი მთლად რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.


image


ხუთი წლის წინ ჟურ­ნალ "გზის" ჟურ­ნა­ლის­ტმა სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, სწო­რედ მა­შინ აპი­რებ­და ბე­რად შედ­გო­მას.


"თავ­და­პირ­ვე­ლად, გე­ლათ­ში ჩა­ვე­დი, იქი­დან ლე­ჩხუმ­ში გა­და­ვე­დი. ახლა კი თით­ქმის ერთი თვეა, სვე­ტი­ცხო­ველ­ში ვარ. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წა­დია, რაც მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ. მორ­ჩი­ლი ვარ. აქ ყვე­ლას ჩვე­ნი ფუნ­ქცია გვაქვს, მე მე­სან­თლე ვარ ანუ სან­თლებს ვქნი.- ეს ნა­ბი­ჯი რომ არ გა­და­მედ­გა, ხალ­ხის ჭორი სი­ნამ­დვი­ლედ იქ­ცე­ო­და და ალ­ბათ, მარ­თლა მოვ­კვდე­ბო­დი. რა ვქნა, გა­მი­ჭირ­და ოჯა­ხის დან­გრე­ვას­თან შე­გუ­ე­ბა. მო­ნას­ტერ­მა სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნა.ახლა ის პრო­ცე­სია, როცა უნდა გა­ირ­კვეს, სა­ცხოვ­რებ­ლად აქ დავ­რჩე­ბი თუ ძველ ყო­ფას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა დიდი ცდუ­ნე­ბაა, ათა­სი რა­ღაც მე­ნატ­რე­ბა" - გა­მო­უ­ტყდა მა­შინ ჟურ­ნა­ლისტს კა­ზიშ­ვი­ლი.


image


ბე­რო­ბის გზი­დან ერის­კა­ცო­ბა­ში დაბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათო კა­ზიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს და 2019 წლის მარ­ტში მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.


ყო­ფილ მოკ­რი­ვეს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­უ­ლო­ცა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 20 წლის გო­გო­ნა ნიკი ჰყავს. ილო­ნა - ასე ერ­ქვა მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და შვი­ლიც წა­იყ­ვა­ნა. ნიკი მა­შინ 3 წლის იყო. ქა­ლის ეს ნა­ბი­ჯი მსა­ხი­ობ­მა მა­შინ შუ­რის­ძი­ე­ბას და­უ­კავ­ში­რა. მისი აზ­რით ასე და­სა­ჯა ილო­ნამ დათო, რად­გან მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ბო­ლო­ოდ არ შედ­გა. ნიკი მას შემ­დეგ 2015 წელს ნახა, შვილ­მა სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში მი­ა­კი­თხა და უკვე გაზ­რდი­ლი იყო.


მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ და­თოს თეკ­ლა შე­ე­ძი­ნა. მო­ნას­ტერ­ში წას­ვლას და ბე­რად აღ­კვე­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ მსა­ხი­ო­ბი სწო­რედ თეკ­ლას დე­დას­თან გან­შო­რე­ბას უკავ­ში­რებ­და, რად­გან ამ ფაქტს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. თეკ­ლა გა­ი­ზარ­და და მა­მას სა­ოც­რად ჰგავს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს და სვამს კი­თხვას, ჰგავს თუ არა მა­მას... განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები <<<



1
2629
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2629
  
2020, 24 ოქტომბერი, 9:35
ამ ადამიანმა შექმნა გმირი,რომელიც ბევრ ადამიანს განასახიერებს. იმ პერიოდში ბევრნი იყვნენ მის ნაირები,ზოგი მოკლეს და ზოგიც წამლით დაიღუპნენ,მათ შორის ჩემი ტყუპი ბიძებიც. როცა ამ ფილმს ვუყურებ,ყოველთვის ვიხსენებ ამ ხალხს და დიდი ფილმია,დიდი აზრის მატარებელი. დათო განასახიერებს ბიჭს,რომელიც მაგარი აღზრდილია,მარა პერიოდმა გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. მამამისი კი განასახიერებს ადამიანს,რომლესაც სწამს და საზოგადოებაში ბნელ კუნჭულშია ჩაგდებული.ასე იყო იმ პერიოდში და ბაბლუანმა შექმნა შედევრი. სკოლაში გავდიოდით თემას "ადამიანი საზოგადოების პირისპირ" და ალუდა ქეთაელაურის განხილვა დამავალა მასწავლებელმა და მე გელა ბენდელიანზე მოვყევი. დიდი ფილმია და ყველამ უნდა გაიაზროს ეს ფილმი. "შენ რა გგონია მართლა გულთან მიიტანეს შენი ამბავი?! მის დაწესებულებაში გცემეს,მაინც ექიმი ხარ,რო იჩივლო არ აწყობთ,მეც მაგიტომ გამომიშვეს. რა არ შეიძლება გულთან მიეტანათ?!" აი,ეს სიტყვებია ყველაზე მთავარი ამ ფილმში და ყველაფერი დევს ამ სიტყვებში. პატიოსნება არ ფასობდა მაშინ და ალბათ ახლაც,ეს გვითხრა ბაბლუანმა ამ ფილმით. დათო კი ჩემი საყვარელი მსახიობია,გია ფერაძესთან ერთად. ამ უკანასკნელის ცხოვრება აირია და ცოლის მოკვლას აბრალებდნენ,მარა მაგის მქნელი ეგ კაცი არ იყო. გაანათლოს ღმერთმა მისი სული. ღვარძლით მოსაუბრე მისი შვილს მოვუსმინე და დადგება დღე,ვნახავ,ვეტყვი რო გია დიდი პიროვნება იყო და საყვარელ ქალს არ/ვერ მოკლავდა.
0 1 1