x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ინდივიდუალური დიზაინის საცურაო კოსტიუმები, რომლებიც გახარხარებთ +13
"ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია" - ალბათ ბევრს გეცნოთ ეს ფრაზები და დიახ, ასეც არის, რადგან დიზაინის ძირითადი კონტიგენტი ჩვენს ბაზარზე, სწორედ რომ გასული წლების ინსპირაციაა. არც საცურაო კოსტიუმებია გამონაკლისი, თუმცა ინსპირაციამდე, საუკუნის წინ ჯერ მისი გამოგონება გახდა საჭირო და შემდეგ კი წლებთან ერთად განიცადა ევოლუცია და მივიდა იმ შედეგამდე, რასაც დღეს ვხედავთ ან/და მოვიხმართ.


image


მე-19 საუკუნეში მანდილოსნები საცურაო კოსტიუმად იყენებდნენ სპეციაულურ კაბას, წინდებსა და ქუდს, ისე, რომ სხეულის არცერთ ნაკვთს არ უნდა გამოეჭყიტა. თუმცა, საუკუნის დასასრულს ის უკვე პანტალონმა და მის ზემოდან "ბრეტელებიანმა" კაბა-მაისურმა ჩაანაცვლა, რაც ნახევარი საუკუნის წინ საკმაოდ პროვოკაციულად ითვლებოდა. მაგრამ, ევოლუციის ამ მომდევნო საფეხურზეც იყო მკაცრი კონტროლი. სანაპიროებზე არსებობდა სპეციალური პერსონალი, რომელთაც ევალებოდათ დამსვენებლების საცურაო კოსტიუმების გაზომვა სპეციალური, მეტრიანი ლენტით და თუ რომელიმე მათგანის სიგრძე ზღვარზე მოკლე იქნებოდა, აჯარიმებდნენ.


ალბათ ძნელი წარმოსადგენია ეს ყველაფერი, თუმცა გზა, რომელიც ჩვენს დრომდე მოდიოდა, საცურაო კოსტიუმების ევოლუციამ, სწორედ ასე განვლო.



დღეს, გვაქვს ყველა პირობა იმისა, რომ მხოლოდ ზაფხულს არ ველოდოთ რუჯისთვის ან ცურვისთვის. შეგვიძლია მივბრძანდეთ ნებისმიერ აუზზე, სოლარიუმებში და იქ ყველგან გვჭირდება საცურაო კოსტიუმი, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. მისი არჩევაც დიდ პრობლემასა და თავსატეხს არ წარმაოდგენს, რადგან მოდის წამყვანი დიზაინერები მუდმივად გვანებივრებენ, რომ შექმნან ჩვენს გემოვნებასა და სხეულის ფორმებზე მორგებული ნებისმიერი მოდელი. მაგრამ, ის, რასაც დღევანდელ სტატიაში მინდა გავუსვა ხაზი, სულ სხვა ფენომენია - ინდივიდუალური დიზაინის, ჩვენი გონებისთვის წარმოუდგენელი მოდელები, რომლებიც აღტაცების და მოწონების ნაცვლად, ხარხარს გამოიწვევს.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





2
1190
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1190
  
2020, 15 ოქტომბერი, 19:21
კარგი იყო :)
2020, 14 ოქტომბერი, 11:33
ვაიჰმეე ფოთოლი როგორ არავის მოაფიქრდა?!
0 1 2