x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
İPhone 12 უკვე გამოვიდა: რა პარამეტრები აქვს Apple-ს უახლეს სმარტფონს?

აიფონი


კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო კომპანია Apple-ს თავისი ახალი iPhone 12-ის პრეზენტაციის გადადება სექტემბრიდან ოქტომბრის თვეში მოუხდა. რასაც ახლა წარმოგიდგენთ, ეს ნიუსი სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალი გაჯეტის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები უკვე ცნობილია და მათ ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.


ახალ სმარტფონს 5G მხარდაჭერა აქვს, რაც უმთავრესი სიახლეა. 5G ნიშნავს ბევრად უფრო სწრაფ ინტერნეტს. გარდა ამისა, ინოვაციური მოწყობილობის აკუმულატორს 5G ტექნოლოგია როგორც ვარაუდობენ, ნაკლებ ზეწოლას უქმნის.


ახალი მოდელი ნაკლებად მრგვალია და iPad Pro-ს მოგაგონებთ. ის iPhone 11-თან შედარებით 11 %-ით უფრო თხელია. ე. წ. კერამიკული ფარის გამო 4-ჯერ უფრო გამძლეა წინა მოდელთან შედარებით. გარდა ამისა, აქ ფერებიც განსხვავებულია. მწვანე, თეთრ, წითელ და შავ სმარტფონებთან ერთად ახლა უკვე ცისფერსაც წააწყდებით, თუმცა წინა მოდელისგან განსხვავებით იისფერი და ყვითელი ვარიანტები აღარ არსებობს.



ახალ “აიფონს” OLED-ეკრანი აქვს. Super XDR Retina დისფლეი 2532x1170 პიქსელს უჩვენებს და მას ძალიან მკვეთრი ფერები და კონტრასტები გააჩნია. მოწყობილობა ასევე ორმაგი კამერით არის აღჭურვილი, რომლებიც 12 მეგაპიქსელის მქონე სენსორებისგან შედგება და ის A-14-ბიონიკ პროცესორზე მუშაობს.


ახალი iPhone 12 გაყიდვაში 24 ოქტომბრიდან ჩაეშვება და მისი საბაზისო მოდელის (iPhone 12 Mini) ფასი 699 დოლარი იქნება, ხოლო iPhone 12 Pro - 1099 დოლარი ეღირება.


აიფონი

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0