x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105208
  • ვიდეო:348781
  • სურათი:470595
ვიდეო: იაპონიის თავზე უცხოპლანეტელთა საჰაერო ბრძოლის კადრები დააფიქსირეს

image



იაპონიის ქალაქ კაგოსიმაში დამონტაჟებულმა ქუჩის სათვალთვალო კამერებმა რამდენიმე უცხოპლანეტელთა ობიექტის საჰაერო ბრძოლის კადრები დააფიქსირეს. ამის შესახებ, პორტალ "დედამიწა. ცხოვრების ქრონიკებზე" დაყრდნობით, წერს რადიო საიტი "Sputnik"-ი. ქვემოთ იხილეთ ვიდეო-კადრები იაპონიის ცაზე იდუმალი მოვლენების შესახებ.




ცნობილია, რომ კამერა, რომელმაც ეს მოვლენა გადაიღო, მიმართული იყო საკურაჯიმას ვულკანისკენ. გაურკვეველი მფრინავი ობიექტები ღამით ქუჩის სათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდნენ.



ვიდეომ, რომელიც "YouTube"- ზე გამოქვეყნდა, უფოლოგების ინტერესი გამოიწვია., ხოლო, რიგითი მომხმარებლები შეაშინა. მათ ვიდეოში უცხოპლანეტელების ბრძოლა ნახეს. კადრებში ნაჩვენებია, თუ როგორ მოძრაობს კადრში ნათელი ობიექტი მარჯვენა მხრიდან მარცხნივ, თან, ამავე დროს, საკმაოდ მაღალი სიჩქარის დემონსტრირებას ახდენს. მის შემდეგ გამოჩნდება ნაკლებად ნათელი ობიექტები, რომლებიც ჯგუფურად მოძრაობენ.





ინტერნეტის ქსელის მომხმარებლების აზრით, ეს იყო დევნა ან საჰაერო ბრძოლა. მაგრამ უფოლოგებმა, რომლებმაც გულდასმით გაანალიზეს ვიდეო, ვერ იპოვნეს იმის დადასტურება, რომ ეს მართლაც საჰაერო ბრძოლაა. ასევე, შეუძლებელი იყო ვიდეოში მფრინავი ობიექტების წარმოშობის ბუნების დადგენა.




მანამდე შეგახსენებთ, რომ იაპონიაში სამხედრო მფრინავებისთვის ინსტრუქციები იქნა წარდგენილი, სადაც აღწერილია მოქმედებები უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემთხვევაში. იაპონელ მფრინავებს უცხოპლანეტელებთან შეხვედრისას მოუწევთ, რაც შეიძლება მეტი მონაცემების შეგროვება დაუდგენელ ობიექტებზე, ასევე, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ხელმძღვანელობას ამის შესახებ.




0
905
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
905
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0