x
image
ირინა მ.
რატომ არის ყველაზე "სუფთა" კუპიურა იაპონური იენა და ყველაზე "ჭუჭყიანი" კი....
image

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმე წლის საინტერესო კვლევები ჩაატარეს. მათ გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, რომელი მავნებლები ბინადრობენ ფულის კუპიურებზე. აღმოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნების კუპიურა საშუალოდ 26 000 ბაქტერიას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის კუპიურის მოხმარების ხანგრძლივობის ვადა დიდი არ არის(მაგალითად, რუსული ასრუბლიანი მიმოქცევაშია 2 წლის განმავლობაში), ქაღალდის ფული ბაქტერიებისთვის მშვენიერი საცხოვრებელი ფართია. ამ მხრივ ლიდერობს დანიური კრონი, რომელზეც 40 000 ბაქტერიაა. ოდნავ ნაკლები მიკრობია შვეიცარიულ ფრანკზე(32 000) და რუსულ რუბლზე (30 000).

მსოფლიოში ყველაზე "სუფთა" ბანკნოტად მიჩნეულია იაპონური იენა. იაპონიაში ყველა ბანკომატი სპეციალური სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც კუპიურებს 200 გრადუსამდე აცხელებს. სოკოები, ბაქტერიები და ობი ამ ტემპერატურას უბრალოდ ვერ უძლებენ. "სისუფთავის" მიხედვით მეორე ადგილზეა ევრო(11 000). ქაღალდი, რომელზეც ევრო იბეჭდება, გადის სპეციალურ დამუშავებას და დაცულია ანტიბაქტერიული ხსნარებით. ეკოლოგიურად "სუფთა" ბანკნოტების სიაში შევიდნენ ასევე ნორვეგიული კრონა(11 700) და ბრიტანული ფუნტ სტერლინგი(18 000). თუმცა ევროპული ქვეყნების კუპიურებს ვერ ვუწოდებთ "მიკრობებით მჭიდროდ დასახლებულებს". მაგალითად, ჩინურ იუანზე ბაქტერიები ბევრად მეტია-დაახლოებით 180 000.

რომელ მიკრობს არ შეხვდებით ბანკნოტებზე. მიკრობიოლოგების განცხადებით, აქ არის ნაწლავური ჩხირები, ტიფის, ტუბერკულოზის და ვენერიული დაავადების გამომწვევები. ამიტომ, ქაღალდის ფულთან კონტაქტის შემდეგ აუცილებელია კარგად დავიბანოთ ხელები.

image

ამერიკულ დოლარებთანაც არ არის კარგი სიტუაცია: ბანკნოტების 90%-ზე მეტზე, გარდა ბაქტერიებისა, არის კოკაინის კვალიც. ბანკის თანამშრომლის სისხლის ანალიზშიც კი, რომელსაც ფულის დათვლასთან აქვს საქმე, აღმოჩნდა კოკაინი.

გარდა ჩვეულებრივი ვირუსებისა და მიკრობებისა, კუპიურებზე ხშირად რადიაციის კვალიც არის აღმოჩენილი. ეს კი უკვე სერიოზულია, აქ მხოლოდ საპნით და წყლით ფონს ვერ გახვალთ. აღსანიშნავია, რომ კუპიურების მოხმარების ვადა განისაღვრება არა გამძლეობით, არამედ დაბინძურების დონით: ბანკნოტების 90%-ის ამოღება მიმოქცებიდან სწორედ ამ მიზეზით ხდება.

image

იმდენად, რამდენადაც ფული ერთ-ერთი ძირითადი გადამტანია მიკრობებისა, ბევრ ქვეყანაში უკვე სერიოზულად დაფიქრდნენ, როგორ შექმნან ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კუპიურა. მაგალითად, კომპანია Diebold, რომელიც ბანკების თვითმომსახურების კომპლექსური სისტემების წარმოებაში და უსაფრთხოებაში ერთ-ერთი ლიდერია, გეგმავს ბანკნოტების სენსორული ეკრანების გამოშვებას, რომელშიც ჩამონტაჟებული იქნება მიკრობების საწინააღმდეგო დაცვა. მომავლის გეგმებშია ისეთი ტექნოლოგიების შემუშავება, რომელიც ბანკნოტებს გაასუფთავებს ბაქტერიებისგან საგადასახადო ტერმინალებში და ბანკომატებში.

შეიძლება დაინტერესდეთ:



# რომელი პროდუქტების ყიდვა არ ღირს



# რატომ არ ღირს ცხელი პურის მირთმევა


# იცოდით თუ არა, რომ ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულს ადრე სხვა გემო და ფორმა ჰქონდა


# რატომ შეიძლება ნაყინისგან თავი აგტკივდეს


# ყავის მომზადების ყველაზე უცნაური რეცეპტები

0
364
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0