x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირდა
image

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება.


ფეხბურთელს დადებითი ტესტი დაუდასტურდა პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელების გეგმიური შემოწმების შემდეგ. ახლა ის იზოლირებულია გუნდისგან და ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთა ლიგის მორიგ მატჩში შვედეთის ნაკრებთან. რონალდუ ასიმპტომურია.


პორტუგალიის ნაკრების დანარჩენი მოთამაშეთა ტესტებზე პასუხი უარყოფითი იყო. შვედეთის წინააღმდეგ თამაში გაიმართება ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს.


9 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუმ უარი თქვა "იუვენტუსის"თანაგუნდელებთან ერთად კარანტინის გავლა, კლუბის თანხმობის გარეშე და დატოვა გუნდის ბაზა. მას მიბაძა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა . "იუვენტუსმა" ასეთ ზომებს მიმართა გუნდის ორი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების გამო.

დიდი ალბათობით რონალდუ ვერ ითამაშებს 20 ოქტომბერსაც, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის "დინამოს" წინააღმდეგ.

0
48
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0