x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104258
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468852
მსოფლიოში ყველაზე ცუდი მოკრივე

image

ამერიკელი მოკრივე რეჯი სტრიკლანდი აბსოლუტური ჩემპიონია ჩატარებული ორთაბრძოლების (363 ორთაბრძოლა), ასევე წაგების რაოდენობით. მან მსოფლიო პოპულარობა დამარცხების უზარმაზარი რაოდენობის წყალობით მოიპოვა, აქედან ოფიციალურად 276.


სტრიკლანდმა პროფესიული კარიერა 1987 წელს, 19 წლის ასაკში დაიწყო. დიდებისკენ მიმავალ გზაზე ის ძალას არ იშურებდა და მხოლოდ ერთ თვის მანძილზე 15-ზე მეტ ორთაბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. რეჯი ერთიმეორეს მიყოლებით აგებდა ორთაბრძოლებს, მხოლოდ ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგეებს ამარცხებდა. მან მალე მოიპოვა პოპულარობა, როგორც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცუდმა მოკრივემ.


ის აგრძელებს რინგზე გამოსვლას და ძალიან საინტერესოა ამერიკული საზოგადოებისთვის. ამერიკელებს უყვართ ასეთი გამორჩეული გმირები. მის ბრძოლებს აჩვენებს ცნობილი ამერიკული არხები HBO და ESPN "დიდი" მოკრივე ძალიან ხშირად მონაწილეობდა მატჩებში სხვადასხვა ფსევდონიმით, ამიტომ წაგებულ ორთაბრძოლათა რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს. სტრიკლანდები - ეს არის უნიჭო მოკრივეების მთელი გალაქტიკა: რეჯის ძმამ, ჯერიმ 112 ბრძოლიდან 100 წააგო, მისმა მეუღლემ 30 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 28 ბრძოლა წააგო, ბიძაშვილი ჯოში 74 ბრძლიდან 68-ში დამარცხდა, ძმიშვილ ჯეის (ჯერის ვაჟი) რომელმაც ჯერ მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა არც ერთი გამარჯვება არ მოუპვებია.



0
263
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0