x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105208
  • ვიდეო:348781
  • სურათი:470595
"არ მინდა დღეს მოვკვდე"–მამაკაცი 6 წუთი გაურბოდა პუმას(ვიდეო)
imageახალგაზრდა კაცმა თავდაპირველად ის შეცდომა დაუშვა, რასაც ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უშვებს: გარეული კატის ბოკვრები შეამჩნია, რომელსაც ტელეფონზე უდარდელად იღებდა. რა თქმა უნდა, რა გასაკვირი იყო, რომ გაბრაზებული დედა უცებ გამოჩენილიყო? საბედნიეროდ, ახალგაზრდა კაცმა მეორე შეცდომა არ დაუშვა, ბრიყვულად არ მოიქცა: არ გაიქცა და ზურგი არ შეექცია, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

image


11 ოქტომბერს, კვირას, ამერიკის შტატ იუტას 26 წლის მკვიდრი დილით სავარჯიშო გარბენი გააკეთა და აგრესიული პუმას გადაეყარა.

სასოწარკვეთილი ახალგაზრდა კაცი გარეული კატისგან 6 წუთის განმავლობაში გარბოდა.



ინციდენტი მოხდა სლეიტ კანიონის პარკში, ქალაქ პროვოსთან ახლოს. 16 კილომეტრი გარბენის შემდეგ კაილ ბარჯესმა გზაზე პატარა კნუტები შენიშნა და ეგონა, რომ ფოცხვერის ბოკვრები იყო.


ამერიკელი უყოყმანოდ მიუახლოვდა მათ და ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაიწყო. რამდენიმე წამის შემდეგ, ბოკვრების გაბრაზებული დედა გადმოხტა ტყიდან. უბედურება ის იყო, რომ ის ფოცხვერი კი არა, არამედ უფრო დიდი და უფრო აგრესიული პუმა აღმოჩნდა.

კაილი თან გაოცდა, თანაც შეშინდა, მაგრამ საბედნიეროდ, შიშისგან ის არ გაიქცა, სასოწარკვეთილმა დაიწყო გინება. რამაც, სავარაუდოდ, გადაარჩინა მისი სიცოცხლე. იგი პუმას უკან დახევით შორდებოდა და თან უყვიროდა. მაგრამ დიდი კატა ხმებს გამოსცემდა და ისეთი პოზა მიიღო, რომ მზად იყო ნებისმიერ დროს შეტევაზე გადასულიყო.

image

კაილი წამითაც არ წყვეტდა საუბარს და რაღაც მომენტში მან კატას "ძმაკაცის" დაძახება დაუწყო. "მოდი, ძმაო, მე რატომღაც დღეს არ მინდა სიკვდილი", - თქვა მამაკაცმა ჩახლეჩილი ხმით მას შემდეგ, რაც პუმა რამდენჯერმე გადახტა მისი მიმართულებით. ბოლოს კაილმა მოიფიქრა ხელში ქვა აეღო და პუმას ესროლა. ამის შემდეგ მტაცებელი გაიქცა.


მას შემდეგ, რაც მორბენალმა პუმა "გააცილა", მას მოუწია ცხოველთან შეხვედრის ადგილზე დაბრუნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კაილს მოუწევდა შემოვლით 11 კილომეტრის გავლა. გზად სხვა მორბენალებს შეხვდა, რომლებაც დაცინეს, როდესაც ჰკითხა, პუმას ხომ არ დაგინახავთო. მათ მას მხოლოდ ვიდეოს ნახვის შემდეგ დაუჯერეს.



ადგილობრივი გარემოს დაცვის ორგანოების წარმომადგენელმა ვიდეოს ყურების შემდეგ განაცხადეს, რომ მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა სწორად, როდესაც გარეულ კატას გადაეყარა, გაქცევის შემთხვევაში იგი დიდი ალბათობით ვერ გადარჩებოდა, თავად მორბენალს კი ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ გადარჩა.

1
761
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
761
  
13 ოქტომბერი, 18:47
ვაიმეეე, სულ ცივმა ჟრუანტელმა დამიარა ნახტომებს რომმ ვუყურებდიი (ძაღლი რომ გამორბის ჩემკენ, მაშინაც ასე მჭირს.)....
0 1 1