x
image
არჩილ ვერულიძე
გაიცანით მეორე მსოფლიო ომის ნამდვილი მონსტრები
image

ამ ფოლადის ურჩხულების ბედი, რომელნიც ოკეანეებისა და ზღვების რისხვად იყვნენ ჩაფიქრებულნი, სხვადასხვაგვარად ანვითარდა. ყოველი ომში ჩართული ქვეყნის ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებდა მათზე. მალევე გაირკვა, რომ ზოგადად, ზომას მნიშვნელობა არ აქვს. სახაზო ხომალდები გამუდმებით უთმობდნენ ადგილს ავიამზიდებს.

image

1. დიდი სამამულო ომის დასაწყისისთვის სსრკ-ს ჰყავდა «სევასტოპოლის» ტიპის სამი ლინკორი. პარიზის კომუნა, ოქტომბრის რევოლუცია და მარტი. ისინი 1909 წლის ივნისში დააპროექტეს სანკტ-პეტერბურგის ვერფებში და 1911 წლისთვის ჩაუშვეს წყალში, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის მათ სხვა სახელები ჰქონდათ: სევასტოპოლი, განგუტი და პეტროპავლოვსკი. მარტი და ოქტომბრის რევოლუცია გამოიყენებოდა სანკტ-პეტერბურგის სანაპირო დაცვის სისტემაში, ხოლო შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი პარიზის კომუნა იცავდა სევასტოპოლს 1942 წელს. სამივე ლინკორი შეიარაღებიდან მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ამოიღეს.


image

2. სამწუხარო იყო გერმანიის ლინკორთა ისტორია. ბისმარკი ბრიტანულმა ესკადრამ ჩაძირა, 1941 წლის 27 მაისს, პირველივე სამხედრო კამპანიაში. ტირპიცი რომელიც ნორვეგიის წყლებში გაგზავნეს 1942 წელს არქტიკის კოლონებზე სანადიროდ, განადგურდა ხუთ ტონიანი ბომბებით, 1944 წლის ნოემბერში ბრიტანეთის ავიაციის მერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად. 1942 წლის 27 თებერვლის ღამეს, ჩრდილოეთ ზღვაში, 500 კილოგრამიანმა ბრიტანულმა ავიაბომბმა გახვრიტა ლინკორ გნეიზენაუს ზედა გემბანი; იგი არაღარასოდეს აღუდგენიათ. შარნჰორსტი ფსკერისკენ გაგზავნეს 1943 წლის 26 დეკემბერს, ლინკორმა იორკის ჰერცოგმა და კრეისერმა იამაიკამ.

image

3. ფრანგული ლინკორი რიშელიე 1943-1944 წლებში, ბრიტანეთის საზღვაო ძალებთან ერთად მონაწილეობდა ნორვეგიის განთავისუფლებაში. მოძველებული სახაზო ხომალდი გაუქმდა 1968 წელს.

image

4. მეფე ჯორჯ V, დედოფალი ელისაბედი, ნელსონი და რივენჯი. ამ ტიპის თითქმის ორი ათეული ლინკორი იბრძოდა მტრებთან ლა-მანშის სრუტიდან ხმელთაშუა ზღვისპირეთამდე და აფრიკის სანაპიროებამდე.

image

5. პერლ-ჰარბორის საზღვაო ბაზაზე თავდასხმისას ოთხი ამერიკული ლინკორი ჩაიძირა და კიდევ ოთხი სერიოზულად დაზიანდა. დანარჩენი ამერიკული სახაზო ხომალდები იბრძოდნენ აშშ – ს წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში. ლინკორ მისურის ბორტზე ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს, 1945 წლის 2 სექტემბერს. მისური დღეგრძელი აღმოჩნდა: ბოლო საბრძოლო ოპერაცია 1991 წელს სპარსეთის ყურეში განახორციელა. გემი ფიგურირებს ძველ ფილმში «ალყაში» სტივენ სიგალთან ერთად. მართალია, გადაღებები ჩამოწერილ ლინკორ ალაბამზე მიმდინარეობდა.

image

6. იაპონური ლიკორები იამატო და მუსაში ამ ტიპის უდიდესი გემები იყვნენ მსოფლიოში. საიმპერატორო იაპონია იმედოვნებდა, რომ სახაზო ხომალდების წყალობით შესაძლებელი იქნებოდა ზღვაზე უპირატესობის ხელში ჩაგდება. თუმცა, იამატოს პირველივე სამხედრო კამპანია უკიდურესად წარუმატებელი აღმოჩნდა: 1944 წლის 19 ივნისს მან ცეცხლი გაუხსნა თავისივე თვითმფრინავებს. 1944 წლის 24 ოქტომბერს მუსაში სიბუიანის ზღვაში დაიღუპა, ამერიკული თვითმფრინავების ბომბებისა და ტორპედოების წყალობით. 1945 წლის 7 აპრილს საავიამზიდო ავიაციის ძლიერი შეტევის შედეგად, იამატო ფსკერზე დაეშვა და თან გაიყოლა ეკიპაჟის სამ ათასზე მეტი წევრი.

image

7. იტალია არასოდეს ყოფილა ძლიერი საზღვაო სახელმწიფო. სამი ლინკორი: ლიტორიო, ვიტორიო ვენეტო და რომა არ გამოირჩეოდნენ დიდი წარმატებით. ვიტორიო ვენეტო და ლიტორიო ომის შემდეგ მოკავშირეებს გადაეცათ, რის შემდეგაც გემები დაშალეს, ხოლო რომა გერმანულმა ავიაციამ ჩაძირა 1943 წლის 9 სექტემბერს, იტალიის კაპიტულაციის მეორე დღეს.

0
386
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0