x
image
ლანა92
10 ფოტო, რომელიც დაგარწმუნებთ კავკასიელი ქალის განსაკუთრებულ სილამაზეში

image

კავკასია არა მხოლოდ კულტურული თავისებურებებითა და იშვიათი ბუნებით გამოირჩევა, არამედ ულამაზესი ქალბატონებითაც. ეს ითქმის როგორც მთლიანად რეგიონზე, ისე მასში შემავალ ნებისმიერ ქვეყანაზე, მათ შორის სომხეთზე. სტატიაში წარმოგიდგენთ სომეხი ქალბატონების ათეულს, რომლის წევრებიც სილამაზის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ლიდერობენ. რეიტინგში შედიან ის ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი ნიჭის წყალობით მსოფლიო აღიარება მოიპოვეს და ამავდროულად, გარეგნობაც შესაშური აქვთ.

1. ა ნ ჟ ე

(ანჟელა სარაფიანი)



image


ანჟელა სარაფიანი დიაბადა დედაქალაქში, ერევანში. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, ლოს-ანჯელესში.

image

სამსახიობო კარიერის დასაწყისში ანჟეს საყვარელი საქმიანობა იყო ბალეტი და პიანინოზე დაკვრა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან არჩევანი შეაჩერა გაცილებით ბევრისმთქმელ, წარმატებულ მომავალზე.



image

მსახიობის კარიერა მან აირჩია მხატვარი მამის გავლენით. მცირე ასაკის მიუხედავად, ანჟელა სარაფიანმა უკვე მოასწრო, ეთამაშა არაერთ ცნობილ, სახელოვან ფილმში და დღეისათვის ჰოლივუდის სამყაროსათვის კარგადაა ცნობილი.


2.რუბი

(რუბინა ხანზადიანი)

image

რუბინა ხანზადიანი ცნობილია, როგორც გამორჩეული სომეხი მოდელი, რაც მისი გარეგნობის დამსახურებაა. 3 წლის ასაკიდან, ოჯახთან ერთად, იგი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში და იქ იზრდებოდა.

image

ესპანეთში რუბინა ხანდაზიანი ცხოვრობდა 13 წლამდე, ხოლო მერე გადავიდა აშშ-ში. დღეისათვის იგი ცხოვრობს და მოდელად მუშაობს ნიუ-იორკში. მას აქვს დიდი შესაძლებლობა, გახდეს "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზი, თავის გარეგნულ მონაცემებს იყენებს კიდეც წარმატებისათვის.



3.კიმი

(კიმ კარდაშიანი)


image






image




კიმ კარდაშიანი გამოირჩევა ქალური მიმზიდველობით, რაც მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ინდივიდუალიზმით აიხსნება. ის ყველაზე ლამაზი ცნობილი სომეხი ქალბატონია, რომელიც მუშაობს ამერიკაში.




image

კიმმა აღიარება მოიპოვა რეალითი შოუდან "კარდაშიანების ოჯახი". აღნიშნული სატელევიზიო პროგრამა აშშ-ში მიიჩნევა ყველაზე მოთხოვნად შოუდ. კიმის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ ინსტრაგრამში მას 121 მილიონი გამომწერი ჰყავს. იგი აწარმოებს თავის პარფიუმერიასა და სუნამოებს.


4.ვარდა

(ვარდანუშ მარტიროსიანი)




image





image


წარმოშობით სომეხი ლამაზმანი, ვარდა მარტიროსიანი დღეისათვის მიმზიდველი უკრაინელი მოცეკვავე, მომღერალი და მოდელია. იგი დაიბადა უკრაინაში, თუმცა აქვს სომხური ფესვები.



image

ახლა ის ცხოვრობს რუსეთში და ამბობენ, რომ ყველაზე ლამაზი სომეხია იმათ შორის, ვინც კი მოსკოვში ცხოვრობს.




image


ვარდას აქვს იდეალური სხეულის ფორმა, რის გამოც მისი ცეკვა განსაკუთრებით მომხიბვლელია. იგი აწარმოებს ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს, სახელწოდებით "ვარდა", სადაც ნებისმიერი ქალი იპოვის თავისი გემოვნების სამოსს.

5.ქლოა კარდაშიანი





image

ქლოა კარდაშიანი კიმის დაა, რომელიც, ასევე, ცნობილი გახდა აშშ-ის ტელეშოუდან "კარდაშიანების ოჯახი".






image

იგი ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი ქალია აშშ-ის ბიზნესის სამყაროში. ქლოა აწარმეობს ტანსაცმლის ბრენდს, ჯინსებსა და სპორტულ სამოსს.მანვე გამოსცა წიგნი-ბეტსელერები ჯანმრთელ კვებაზე, ვარჯიშსა და ბევრ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სხეულის გაკაჟებაში. ქლოა უძღვება საავტორო გადაცემას, ტელეშოუს "კოქტეილი ქლოასთან".

6.საფინაზი

(საფინა გრიგორიანი)





image

საფინა გრიგორიანი ცნობილია საფინაზის სახელით და განსაკუთრებით პოპულარულია არაბულ სმაყაროში, რამდენადაც იგი მიიჩნევა ფანტასტიკურ რუს-სომეხ მუცლის მოცეკვავედ. თავისი ნიჭის წყალობით, საფინაზმა მიაღწია დიდ წარმატებას. იგი, სანამ მუცლით ცეკვით დაკავდებოდა, იყო ბალერინა. გამომდინარე იქიდან, რომ არაჩვეულებრივი შემსრულებელია აღმოსავლური ცეკვისა, იგი ხშირად ირებს მონაწილეობას არაბულ ფილმებსა და ვიდეოკლიპებში.



7.სირუშო

(სირუჰი არუთინიანი)





image
სირუშო დაიბადა და გაიზარდა მსახიობების ოჯახში. მისი დედა, ასევე, ცნობილი მომღერალია, ხოლო მამა - კინოსა და თეატრის ნიჭიერი მსახიობი. ლამაზი გარეგნობა და ხმა სირუშოს მემკვიდრეობით გამოჰყვა დედისაგან. იგი პოპულარულია არა მხოლოდ სომხეთში, არამედ ახლომდებარე ქვეყნებშიც. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ვეროვიზიაშიც და აიღო მე-4 ადგილი.

სირუშო ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.


8.ალისა

(ალისა პანიკიანი)





image

წარმოშობით სომეხი ალისა პანიკიანი ცნობილი ბულგარო-კანადელი მოდელია, რომელიც დაიბადა ერევანში. 2006 წელს მას ჰქოდა შესაძლებლობა, გამხდარიყო მის სამყარო კანადა. ალისა გამოირჩევა უნიკალური გარეგნობით, განსაკუთრებით გრძელი ფეხებით, რის გამოც ძალიან უხდება საცურაო კოსტიუმი. სწორედ ამის წყალობით, მან მიიღო ტიტული "მის ბიკინი".




image

ალისა არა მხოლოდ სამოდელო საქმიანობითაა დაკავებული, არამედ ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანიცაა.


9.შერი

(შერილინ სარქისიანი)




image



შერი მიიჩნევა ნიჭიერ ამერიკელ მსახიობად და მომღერლად, რომელიც დაიბადა სომხეთში და აქვს ღრმა სომხური ფესვები. შერილინ სარქისიანი 16 წლის იყო, როცა საცხოვრებლად წავიდა ლოს-ანჯელესში და დაქორწინდა ჰოლივუდელ პროდიუსერ სონი ბონოზე. მათ დაიწყეს ერტად სიმღერა და სცენაზე გამოსვლა. აქედან იწყება, შერის, როგორც მომღერლის, კარიერა. შერილინ სარქისიანი უკვე 70-ს გადაცილებულია, თუმცა ბუნებრივი ქარიზმა და სილამაზე არ დაუკარგავს.

10.ივეტა მუკუჩიანი




image

ივეტა მუკუჩიანმა მსოფლიო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა 2016 წლის ევროვიზიით. იგი დაიბადა სომხეთში, თუმცა გაიზარდა გერმანიაში. ივეტა არა მხოლოდ პოპულარული მომღერალია, არამედ მოდელიც, რომელიც ცნობილი სარეკლამო კომპანიების უცვლელი სახეა. მსახიობადაც მოსინჯა ძალები ფილმში "გაიქეცი, ან დაქორწინდი".



image

დასთან, მარიანასთან ერთად, ივეტამ დაარსა ბრენდი "მუკუჩიანი", რომელიც აწარმოებს საიუბელირო ნაწარმს, ლამაზ სამკაულებს.

10
1625
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლანა92
ლანა92
1625
  
2020, 23 დეკემბერი, 10:00
არა უშავს, ქალბატონო. ატვირთვისას ამერია, ეტყობა, ფოტოები. ხდება ხოლმე. არა მგონია, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს.:)
2020, 23 დეკემბერი, 5:49
პირველ ფოტოებში ემილი რატაკოვსკია და ანჟელა სარაფიანი წერია
2020, 18 დეკემბერი, 22:09
ჩვენებური გუგულა მაღრაძე ყველას სჯობია ;–)
2020, 13 ოქტომბერი, 17:41
სამწუხაროდ ესე იქმნება პოლიტიკა...
2020, 13 ოქტომბერი, 17:37
მესმის თქვენი. :)
2020, 13 ოქტომბერი, 17:33
აი, ეს უკვე ფილოსოფიური საკითხია, ვერ გეტყვით:). ნუ ანიჭებთ სტატიის სათაურს ასეთ დიდ მნიშვნელობას, რამდენადაც მოდის სფეროს ეხება და არა პოლიტიკას. უბრალოდ გეოგრაფიული სივრციდან ამოვედი და მორჩა, ჩემი მხრიდან არავითარი მიკერძოება, ან პოლიტიკა. ქართველებსაც გვყავს ლამაზი ქალბატონები, სომხებსაც ჰყავთ და ყველა სხვა ერსაც. უბრალოდ ეთნიკურობას არ გავუსვი ხაზი სათაურში. :)
2020, 13 ოქტომბერი, 17:30
ისტორია თუ გაგიგებს სწორად, საკითხავი აი ეს არის.) ... ისე აქიდან რამდენიმე სლავია, რამდენიმე კავკასიელი და რამდენიმე მართლაც "სომეხი". . )))
2020, 13 ოქტომბერი, 17:22
დიახ, ვიცი, მესმის. ეს რეალურად მხოლოდ სომხური წარმოშობის ლამაზი ქალბატონების ათეულია. გაუგებრობის ასარიდებლად, ეთნიკურობას შეგნებულად არ გავუსვი ხაზი და დავწერე ზოგადად კავკასია. იმედია, სწორად გამიგებთ.:)
2020, 13 ოქტომბერი, 17:16
"სომხები" როდიდან გახდნენ კავკასიელები?!
2020, 13 ოქტომბერი, 16:48
ლანა,კავკასია მარტო სომხეთი არაა)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10