x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამის ნახვის შემდეგ, საკუთარი სახლი სასახლედ მოგეჩვენებათ...

თუ ოდესმე ბინაში სივიწროვის გამო შეწუხებულხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები.

უძრავ ქონებაზე ფასების და ბინის ქირის სწრაფმა ზრდამ, ისინი საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა და ნორმალურად ცხოვრების შანსი აღარ დაუტოვა: პატარა ქოხები, ლითონის კონსტრუქციები, პატარა ფართიანი ბინები ე. წ. «კუბო-სახლები» – ადგილი, სადაც ჰონგ-კონგელების ერთი ნაწილი, დღის ბოლოს ბრუნდება. მაგრამ, სახლია ეს თუ თავშესაფარი, თავად გადაწყვიტეთ...


image


ფოტოგრაფებმა სურათებზე ასახეს ის საშინელი პირობები, რომლებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. მაგ., ზოგიერთ შემთხვევაში, სამზარეულო და საპირფარეშო ერთ ოთახშია გაერთიანებული, ან ორსართულიანი საწოლები იმდენად პატარებია, რომ იქ ძილი მხოლოდ ემბრიონის პოზაში შეიძლება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს სახლები «ადამიანის ღირსების შემლახველად» სცნო, მაგრამ ამ ადამიანებს არჩევანის საშუალება არა აქვთ.


image


ლი მარტოხელა დედაა და მისი ხელფასი თვეში 4500 ჰონკონგურ დოლარს (დაახლოებით, 577 აშშ დოლარი) შეადგენს, 750 დოლარს ბინის ქირას იხდის, ხოლო დარჩენილი თანხის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს «მიაქვს»... ე. წ. ბინაში, დგას პატარა მაგიდა, საწოლები, დივანი და სარეცხის მანქანაც კი, თავისუფალი ადგილი კი, საერთოდ არ არის.


image


ამ ბინებში ფართობი, საშუალოდ, 1, 7 კვ. მ-ია და ვინ როგორ მოეწყობა მსგავს სიტუაციაში, უკვე მის ბინადრებზე არის დამოკიდებული...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჰონგ-კონგის მოსახლეობა 7, 5 მლნ. შეადგენს, ხოლო 200 ათასი ადამიანი, მათ შორის, 35 ათასი ბავშვი, სწორედ ამ პირობებში ცხოვრობს.



image


დიდი ქალაქის ჩირაღდნები კი, უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, რომლებიც მზად არიან ამ პირობებში იცხოვრონ, ოღონდ კი, საკუთარი ოჯახების დახმარება შეძლონ...

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. სამოსის ფერის 10 ტონი, რომელიც ვიზუალურად აახალგაზრდავებს
2. ყველაზე უცნაური ადგილი მსოფლიოში, სადაც ადამიანები უკვალოდ ქრებიან
3. თუ გინდათ, რომ კატის შესახებ უფრო მეტი იცოდეთ – საოცარი ფაქტები ამ ფუმფულა არსებაზე
4. აი რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა
5. 3 საშიში ლეგენდა, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა

6. 100 წლის წინ ის ჩვეულებრივი სურათი იყო... როგორ იქცა «ჯოკონდა» მსოფლიო დონის შედევრად

2
1929
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1929
  
2020, 15 ოქტომბერი, 15:12
სასწაული ატმოსფეროა, ამდენი ლამაზი ქალაქის უკან რამდენი გაჭირვებულია ((( CHINESE POWER
2020, 15 ოქტომბერი, 12:13
ეს რა არის, ღმერთო, ჩვენ მართლა სასახლეებში გვიცხოვრია...ужас...
0 1 2